სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მაიმუნის ყვავილი დაცემინებით არ ვრცელდება და პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია“, - კულუმბეგოვი
19-06-2022
-
+


ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს, თუმცა  მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია.

როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, ქვეყანას „მაიმუნის ყვავილის“ სამართავად მზაობა უნდა ჰქონდეს, ამ დროისთვის კი არც ვაქცინა გვაქვს და არც ანტივირუსული პრეპარატი.

„მაიმუნის ყვავილი“ ახლად აღმოცენებული არ არის, მისი გენომური შინაარსი ცნობილია. „ყვავილის“ ვაქცინით აცრილები, დიდი ალბათობით დაცულები არიან „მაიმუნის ყვავილისგან“. დღეისთვის, არსებობს 2 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის და წამლისა და სურსათის სააგენტოს მიერ ნებადართულია. ისინი ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენება, მათ ანალოგიური დაცულობის და განკურნების მექანიზმი აქვთ „მაიმუნის ყვავილზე“. როდესაც არის ორი პრეპარატი და ვაქცინა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

„მაიმუნის ყვავილს“ ორი შტამი აქვს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკული, ეს ენდემური დაავადებაა, თუმცა, საინტერესოა, რომ არაენდემურ არეებში გავრცელდა, კერძოდ, 20-ზე მეტ ქვეყანაში. შემთხვევები ძირითადად არის მამაკაცებში, კანთან ახლო კონტაქტით აღმოცენებული, ცხოველებთან ან აფრიკაში მოგზაურობის ისტორია არცერთ მათგანს არ აქვს.

„მაიმუნის ყვავილი“ ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს და მოლოდინის წინაშე გვაყენებს. ადამიანებთან, აუცილებელია 3 საათზე მეტი 2-მეტრიანი კონტაქტი, რომ დავინფიცირდეთ. ეს არ არის ინფექცია, რომელიც დაცემინებით გავრცელდება, მას დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება