სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი სმადის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
31-05-2022
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში საქართელოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

სკოლაში პედაგოგ მანანა ხობუას ხელმძღვანელობით ღონისძიება გაიმართა. მას მუსიკალურად მარინა აკოფაშვილი აფორმებდა.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარებაში თითოეული მოქალაქის როლის შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძებაში ყველა მოსწავლე დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა"- ამ სიტყვებით მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე რამიშვილმა მსოფლოოს სახელმწიფოთა მთავრობებს უდეპეშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის ფაქტი.
ჩვენი ქვეყნის ისტორია ნათელი მაგალითია თავისუფლებისთვის თავგანწირული ბრძოლის უნარით.
1918 წლის 26 მაისი კიდევ ერთი მაგალითია ქვეყნის მოქალაქეთა ერთობის, დამუკიდებლობის სულისკვეთების და თავისუფლების წყურვილის. თუმცა პირველი ქართული რესპუბლიკის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ ამით არ შეწყვეტილა თავისუფლებითვის ბრძოლა და 70 წლის შემდეგ, 1991 წელს, ჩვენ კვლავ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა.
დამოუკიდებლობა ქვაკუთხედია, აუცილებელი და აბსოლიტური პირობა შემდგომი წინსვლისთვის. მაგრამ მიზანი არის კიდევ უფრო უზენაესი და ეს მიზანი არის თავისუფლება.
თავისუფლება კი ნიჭია, ღვთით ბოძებული, რომელიც ჩვენში ბუნებრივად არის ჩადებული. მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ ნიჭს, რომელიც ღმერთმა გვიბოძა, ამ ნიჭსაც სჭირდება დაცვა, აღზრდა, ჭკუით მოპყრობა და მოხმარება.
მთავარი ამ ნიჭში პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობის გარეშე თავისუფლება განუკითხაობად გადაიქცევა.
იყო თავისუფალი, ანუ იყო საკუთარი „თავის უფალი", ნიშნავს განაგებდე საკუთარ ბედს, მონაწილეობდე საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში, იყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე შენი თავის, ოჯახის, ქალაქის, ქვეყნის და, საბოლოოდ, კაცობრიობის წინაშე.
პიროვნული თავისუფლება მხოლოდ თავისუფალ ქვეყანაშია შესაძლებელი.
ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები, მათი მრავალმხრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორც ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება