| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლაში ქართული ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით ვიქტორინა-კონკურსი „ეს დღე ჩვენია!“ გაიმართა.
კითხვები იყო როგორც საქართველოს ისტორიიდან და გეოგრაფიიდან, ასევე, ზოგადად, 26 მაისთან დაკავშირებული საინფორმაციო თემებიდან.
ვიქტორინაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. გამოვლინდა პირველი ადგილის მფლობელიც, ის ვალერი მოვსესიანია.
კონკურსის მიმდინარეობას სკოლის დირექტორი პეტროს აკოპიანი აკვირდებოდა.
ვიქტორინის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული ფორმატით აღინიშნა კიროვაკანის საჯარო სკოლაში. საბაზო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ ქართული ენის მასწავლებლის, მ. ვახტანგიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ვიქტორინა-კონკურსში „ეს დღე ჩვენია!“
კონკურსის მიმდინარეობას აკვირდებოდა სკოლის დირექტორი, პ. აკოპიანი და პედაგოგები: ი. კარაგეზიანი და კ. აკოპიანი.
„26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. აუცილებელია, ინფორმაცია გვქონდეს ამ დღესთან დაკავშირებით და ჩვენც შევეცადეთ კონკურსის სახით გაგვეაქტიურებინა მოსწავლეებში ის თემები, ის კონკრეტული საინფორმაციო საკითხები, რასაც ფლობდნენ და რაც მოამზადეს ამ დღისთვის“,- მ. ვახტანგიშვილი.
დირექტორმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და ორგანიზატორ მასწავლებელს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას