სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არ შეუშინდეთ ცხოვრების სირთულეებს, გჯეროდეთ სიკეთის“- ზანის საჯარო სკოლის წარმომადგენლის, რიმა გაწერელიას მიმართვა ბავშვებს
31-05-2022
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლისთვის ამოსავალი წერტილი ბავშვებსა და მათ მომავალზე ზრუნვაა.

სულ მალე, მსოფლიო 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც სკოლის წარმომადგენელმა, რიმა გაწერელიამ მეტად საინტერესო და ამავდროულად, ემოციური წერილი გაავრცელა.

„1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე! „გაუმარჯოს საქართველოს პატარებს!“

ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის უწყვეტობა იმითაა განპირობებული, რომ ყოველი თაობა წარმოშობს თავის მსგავსს თაობას.

სწორედაც იმ თაობის დამსახურებით, თავგანწირვით, სამშობლო - ქვეყნისთვის ღირსების შენახვისა და დაცვის ხარჯზე მოიპოვა საქართველომ „უკვდავების ელექსირი!“.

წარსული მაშინაა საამაყო, როცა სამაგალითო ნაბიჯს დგამთ, საუკეთესო გამოცდილებებს ცხოვრების წესში დანერგავთ, ქვეყნის მენტალიტეტს, ტრადიციებს ღირსეულად გააგრძელებთ, კეთილი მიზნებისთვის გამოიყენებთ ცოდნას, თქვენს  შესაძლებლობებს. მაქსიმუმს გააკეთებთ, რათა ასახელოთ ქვეყანა, რადგან ოტია იოსელიანისა არ იყოს - „შენს ქვეყანაში შენი ოჯახის დესპანი ხარ, ქვეყნის გარეთ შენი ქვეყნის!“. გახსოვდეთ - „რაც არ უნდა პატარა იყოს სამშობლო, პატიოსანს გულში მას დიდი ადგილი უკავია“.

ვისურვებდი, გქონოდეთ ერთმანეთის, სამშობლო - ქვეყნის ერთგულება და სიყვარული, წინ გიძღოდეთ ლოზუნგი - „ძმობა, ერთობა, თავისუფლება!“; არ შეუშინდეთ ცხოვრების სირთულეებს, გჯეროდეთ სიკეთის, გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების, მოყვასის სიყვარულის, რადგან რუსთველისა არ იყოს - „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია!“

ყველა თქვენ და თითოეული თქვენგანი ყოფილიყოს; 

„ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო!“

„კაცი ათასად დაფასდა, ათიათასად ზრდილობა“

თე კაცი თვითონ არა ხარ რას გარგებს გვარისშვილობა!“

„გქონოდეთ წმინდა და სუფთა სული, არ მიაკაროთ გონებას შური, მკერდში გიცემდეთ კეთილი გული.. ცხოვრება გქონდეთ ნათელ-მბრწყინავი, როგორიც არის წმინდა სანთელი!“

ვისურვებდი - „თქვენს სახელთან რომ ბრწყინავდეს, ეს პატარა საქართველო!“.

თავისუფლება ვახსენე, მაგრამ ეს როდი ნიშნავს უკიდეგანო შესაძლებლობებს, რადგან არ უნდა მოექცეთ სხვებს ისე, როგორადაც არ გინდათ რომ მოგექცნენ ისინი თქვენ!  თავისუფლება არ უნდა გადავიდეს სითავხედეში! სხვების არ ვიცი, მაგრამ... თავისუფლება ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის“, - ნათქვამია რიმა გაწერელიას წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება