სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იფარის საჯარო სკოლაში ფოლკლორის საღამო მოეწყო
31-05-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლაში ფოლკლორის საღამო მოეწყო. 

საღამო კომპლექსური დავალების ფარგლებში გაიმართა და მისი ორგანიზატორი მუსიკის პედაგოგი თეა მერნალი იყო.

მოსწავლეებმა ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს, რითაც დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურეს.

საღამოს ქოუჩი სოფელ კალის ფიზიკის მასწავლებელი, მამა კვირიკე (ცინდელიანი), სოფელ იელის მათემატიკის მასწავლებელი ანა აბესაძე და მშობლები ესწრებოდნენ. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„თეა და მისი მოსწავლეები ე.წ. კომპლექსური გაკვეთილის ფარგლებში, თუ შეიძლება ვიხუმროთ კიდეც, ასე ვთქვათ, ზღვარს გადავიდნენ და გვაჩუქეს უსაზღვრო ბედნიერება, უამრავი სიხარულისა და ნაზი სიამაყის განცდა, რომ განგებამ საქრთველოსთვის და ქართველად გაგაჩინა, მით უფრო, რომ ახლოს იყო 26 მაისის დღესასწაულიც... 
მთელი სკოლა, დიდი თუ პატარა, ასევე სტუმრები, იმ დღეს დაწყებითებთან მოსული ,,ქოუჩი", სოფ. კალის ფიზიკის მასწავლებელი, მამა კვირიკე (ცინდელიანი), სოფ. იელის მათემატიკის მასწავლებელი, ანა აბესაძე და ზოგიერთი მშობელი საათზე მეტ ხანს ვუყურებდით წარმოდგენას. ჩვენს თვალწინ იშლებიდა ქართული ცეკვა და სიმღერა, დაწყებული კახური ,,ჩაკრულოთი" და ,,მრავალჟამიერით" დამთავრებული სვანური ,,ლილეთი" და ,,ფერხულით" , რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, იყო ღვთაებრივი ,,სამაია" და ,,დაისი"..., არაჩვეულებრივი ,,აჭარული"..., სულისშემძვრელი ,,ხორუმი"... და ,,ხანჯლური"... და სხვადასხვა.
კახურსა და სვანურს, ასე გამიგონია, ერთი ფუძე აქვსო, მოულოდნელად  გაისმა მამა კვირიკეს ხმადაბალი და ყველას ყურადღება ამ  მორიდებული ხმისკენ მიიქცა. ჩვენც გულისყურით დავუკვირდით ამ საგალობლებს და ძალიან ადვილად შევამჩნიეთ საერთო ქართული ძირი მათი ფესვებისა..., უმნიშვნელო სხვაობაზეც ითქვა მცირედი, კახური ვაზის ყვავილში და ვენახის ზვრებში ჰორიზონტზე მზეს ეზიარება, სვანური თეთნულდის თეთრ გულზე გაივლის და შხარას ვერტიკალით ზეცამდე ამაღლდებაო.
ქალბატონმა თეამ მის მიერ მოწყობილი ფრიად ამაღელვებელი ფოლკლორის საღამო არცთუ შემთხვევით დაასრულა დამოუკიდებლობის დღის მოლოცვით და დიდი ანზორ ერქომაიშვილის გახსენებით, დამსწრეთ შეახსენა რა, რომ სწორედ ეს კაცი იყო ის, ვინც თავის გურულ ოდაში ათწლეულების მანძილზე ჩუმად იცავდა და ინახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს... ალბათ, შემთხვევითი არც ისაა, რომ იფარის სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ქ-ნი თეა გახლავთ ჭეშმარიტად მახვში სვანის, ფოლკლორისტებში ერთ-ერთი ცნობილი ქართველის, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის, ანსამბლ ,,რიჰოს" ხელმძღვანელის, ბ~ნ კანდიტ მერლანის ქალიშვილი- ზღვა წარმატებები მას და მის მოსწავლეებს!
ვისარგებლებთ შემთხვევით, თუმცა შემთხვევითი, ალბათ, არც ესაა და ეტალონის ფურცლებიდან 81 წლის იუბილეს მივულოცავთ ბატონ კანდი მერლანს- მრავალჟამიერ თაობები გამოეზარდოს მასაც კვლავ!“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება