სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მაიმუნის ყვავილი“ იწყება სიცხით და გრიპის მსგავსი სიმპტომით, სამ დღეში იწყება გამონაყარი სახიდან, შემდეგ კი სხვა ნაწილებზე ვრცელდება
27-05-2022
-
+


13 მაისიდან, მსოფლიოს მასშტაბით, „მაიმუნის ყვავილის“ 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული და ჯერჯერობით არ ვრცელდება ლეტალობის შესახებ ინფორმაცია. როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, სამიზნე ჯგუფია ბავშვები, ორსულები და იმუნიტეტის სხვადასხვა პრობლემის მქონე პირები.

„კორონავირუსისგან განსხვავებით, სამიზნე უფრო ახალგაზრდა ასაკია. პირველ რიგში, იმიტომ რომ 50 წელს გადაცილებულები აცრილები არიან ყვავილზე. ვინც ყვავილზე არის აცრილი, გარკვეულწილად დაცულია „მაიმუნის ყვავილის“ მიმართაც, ამიტომ მოსახლეობის ეს ფენა იმუნურია.

„ეს არის ვირუსული ტიპის ინფექცია, ჰგავს ყვავილის ვირუსს. იწვევს დაავადებას, რომელსაც აქვს უფრო მსუბუქი სიმპტომები. იწყება მაღალი სიცხით, გრიპის მსგავსი სიმპტომით. თავის ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება, სამ დღეში იწყება გამონაყარი სახიდან, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება. სპეციფიურია, რომ ხელის და ფეხის გულებზეც ფიქსირდება გამონაყარი. თანდათანობით, გამონაყარის ელემენტებში ჩნდება სითხე, გადაიქცევა ბუშტუკებად ჩირქოვანი შიგთავსით. შემდეგში ბუშტუკები იფარება ფუფხებით და შეუძლია დატოვოს ნაწიბურები“, - განაცხადა ბუწაშვილმა.

როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უკვე არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა.

„ეფექტურია ყვავილის ვაქცინაც, ასევე არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინაც, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა. რაც შეეხება ანტივირუსულ მედიკამენტებს, არსებობს დარეგისტრირებული ანტივირუსული მედიკამენტებიც. 18 მაისს დარეგისტრირდა ვენაში გასაკეთებელი ფორმაც იმათთვის, ვისთვისაც ყლაპვა იქნება გართულებული დამძიმებული მდგომარეობის გამო“, - აღნიშნა მან.

მისი შეფასებით, შემთხვევათა რაოდენობიდან გამომდინარე ნაადრევია პანდემიურ გავრცელებაზე საუბარი. როგორც მან აღნიშნა, ამის არგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ ადვილად არ ვრცელდება და არსებობს იმუნური ფენა, „თუმცა გამორიცხული, რა თქმა უნდა, არ არის“.

„მზადყოფნა გამოხატული იქნებოდა იმაში, რომ დაგვეწყო ზრუნვა ვაქცინებზე. მოლაპარაკებები უნდა იქნას დაწყებული, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში გვქონდეს ვაქცინის მარაგი და ანტივირუსული მედიკამენტები“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება