TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
26-05-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ღონისძიებას წინ დიდი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა, მოსწავლეებმა აქტივობის ჩასატარებლად მზადება 2 კვირით ადრე დაიწყეს და დიდი მონდომებითა სიბეჯითით გადიოდნენ რეპეტიციებს. ღონისძიების ორგანიზატორი ხელოვნების მასწავლებელი თეა მერლანი იყო,რომელმაც ბავშვებს დიდი მოტივაცია მისცა. 

„ღონისძიება გაიხსნა პატრიოტული მუსიკალური ნაწარმოებების ფონზე გაშვებული სლაიდშოუთი, რომელზეც ასახული იყო: 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი. აგრეთვე, მაშინდელი საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა ავტორთა გვარებით და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უკავშირდება. ღონისძიების ხელმძღვანელმა ყოველივე ეს ოსტატურად დააკავშირა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმეორედ აღდგენასთან, რომელიც გამოვლინდა, როგორც მოსწავლეთა მიერ წარმოთქმულ სიტყვებში, ისე ვიდეო და აუდიო ინფორმაციის ეფექტურ გამოყენებაში.

მოსწავლეთა გამოსვლებს, ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს შორის მულტიმედიური გზებით აუდიო/ვიდეო ინფორმაციის ოსტატურად ჩართვამ, მოსწავლეთა მომზადების მაღალმა დონემ და სინქრონმა ღონისძიებას მხატვრული სახე მისცა და ემოციურად დატვირთა.

დამსწრე საზოგადოება მოხიბლა საღამოს ასეთმა სამხატვრო ორგანიზებამ. სკოლის დირექცია კმაყოფილია მოსწავლეთა და ღონისძიების ორგანიზატორი მასწავლებლის ერთობლივი მუშაობის ამ შედეგით და მადლობას უცხადებს ხელოვნების მასწავლებელს თეა მერლანს გაწეული შრომისა და შესანიშნავი საღამოს ჩატარებისათვის.

ღონისძიების ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი: თეა მერლანი;

კონსულტანტი ისტორიულ საკითხებში: ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება