სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 15-მეტრიანი პოსტერი შექმნეს
25-05-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში ძალზე საინტერესო პროექტი - „ ყველაზე გრძელი ნახატი: ჩემი სამყარო“ განხორციელდა.

პროექტის ორგანიზატორი ეკოკლუბ - „ხემხვაიეს“ ხელმძღვანელი მთვარისა ფიფია და სკოლის ეკოკომიტეტი იყვნენ.

პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა თხუთმეტმეტრიან პოსტერზე: თავიანთი გარემო, ლამაზი ყვავილები, ხეები ჩიტები, პეპლები, ჩვენი დედამიწა, ცაზე ბრდღვიალა მზე და მოციმციმე ვარსკვლავები, მადლიანი ღრუბლები დახატეს. ასევე გააკეთეს წარწერები: „გავუფრთხილდეთ დედამიწას“, „ჩემი მერცხალი დაბრუნდა“, „ჩემი ჟირაფი მოიწონეთ“.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული სტუდენტ - პრაქტიკანტი მონიკა ჩოკორაია, პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ: მეორე კლასის (ხელმძღვანელი თამარ აქირთავა ), მესამე კლასის (ხელმძღვანელი ირა მატუა ), მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები.

სკოლის დირექტორმა, რობერტ გელოვანმა მოსწავლეებს, მასწავლებლებს ლამაზი სამყაროს ამ ფორმატით წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება