სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამებისა და ჩივთქილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
25-05-2022
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში საზეიმო ვითარებაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. სტუმრად წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები იმყოფებოდნენ, რომლებიც საზეიმო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ღონისძიება სკოლებს შორის თანამშრომლობასა და მეგობრობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და ასე მიულოცეს საქართველოს ეს მნიშვნელოვანი დღე.

ჩივთქილისის სკოლის მასწავლებელმა, რევაზ მარგიანმა მოსწავლეებს საკუთარი ლექსები წაუკითხა, რითაც მოსწავლეების სიყვარული და აღფრთოვანება დაიმსახურა. 

დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეები დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, სკოლები შეთანხმდნენ რომ მომავალშიც სხვადასხვა ღონისძიებებს ერთობლივად ჩაატარებენ.

„სამების საჯარო სკოლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს, მასწავლებლებს რევაზ მარგიანს, ანა ძიძიგურს და მათ მოსწავლეებს ულამაზესი საჩუქრისთვის და ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება