სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კონცერტი მიუძღვნეს
25-05-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

„26  მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! დღე, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, მომავალი ახალგაზრდა თაობისთვის. ამ დღეს საქართველოში  ყოველთვის აღნიშნავენ, როგორც ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს. ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში გვიყვარს და გვეამაყება, რაც გამოგვარჩევს და გვაერთიანებს და ის, რაც ჩვენთვის საქართველოა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელზე მეტს ითვლის.

დღესასწაული იზეიმეს და თავიანთი გულმხურვალე დამოკიდებულებები გადმოსცეს სცენიდან ივანდიდის საჯარო სკოლაში, რომელიც მოამზადეს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა - შორენა გუბელაძემ და ელიზა ლიპარტელიანმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, რომელსაც ღონისძიების ხელმძღვანელებთან ერთად ამზადებდა მუსიკის მასწავლებელი ირმა ჯალაღანია.

ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით გაჯერებული კონცერტი საინტერესო და სანახაობრივადაც ლამაზად საცქერი იყო.

არა მხოლოდ კონცერტი, არამედ ამ თემას მიეძღვნა ნახატების გამოფენაც, რომელთა მთავარი გზავნილი იყო: „დიდება თავისუფლებას“, „ გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“, „ დავიცვათ საქართველო“ და სხვა მრავალი. 

გისურვებთ თქვენ, ჩვენო მომავალო თაობავ, გეცხოვროთ თავისუფალ, გაბრწყინებულ, გამთლიანებულ და ლაღ საქართველოში!

მადლობა დღევანდელი დღისთვის კონცერტის ორგანიზატორებს. წარმატებებს ვუსურვებთ,  თავისუფალი და წარმატებული მომავალი თაობის აღზრდის საქმეში!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება