| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სასკოლო სახელმძღვანელოების „მე და საზოგადოება” (III-IV კლასებისთვის) და „ჩვენი საქართველო” (V-VI კლასებისთვის) ავტორებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე ტრენინგები ჩაატარა, რომლის მიზანიც სასკოლო სახელმძღვანელოებში გარემოსდაცვითი საკითხების სწორად ასახვაა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრენინგები გარემოსდაცვით სამ თემას მოიცავდა: ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები და ვალდებულებები, საქართველოს დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება. შეხვედრის მონაწილეებს დამხმარე სახელმძღვანელო მასალაც მიეწოდათ.
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადებამდე, საგნობრივი სტანდარტების გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა მიმდინარეობს. სახელმძღვანელოების „მე და საზოგადოება” (III-IV კლასებისთვის) და „ჩვენი საქართველო” (V-VI კლასებისთვის) საგნობრივი სტანდარტები ისეთ თემებს მოიაზრებს, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები, დაცული ტერიტორიები, სტიქიური მოვლენები და კატასტროფების რისკის შემცირება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა