სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის უნდა დაუბრუნონ მოსწავლეებმა სახელმძღვანელოები სკოლას?
26-05-2022
-
+


სასწავლო წლის დასრულებისას დამრიგებლების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა მოსწავლეთა სახელმძღვანელოების აკრეფა და ბიბლიოთეკისთვის დაბრუნებაა.

საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში წიგნებს უფასოდ იღებენ, წლის ბოლოს კი უკან აბრუნებენ. მოსწავლეები დროებით სარგებლობაში არსებულ სახელმძღვანელოებს უნდა გაუფრთხილდნენ, რათა შემდეგ წელს წიგნები სხვა ბავშვებმა გამოიყენონ.

XII კლასელებმა სწავლა 20 მაისს დაასრულეს, I კლასები სასწავლო წელს 27 მაისს დაამთავრებენ, დანარჩენი მოსწავლეებისთვის კი მეორე სემესტრი 15 ივნისს დასრულდება.

როდის უნდა დაუბრუნონ მოსწავლეებმა სახელმძღვანელოები სკოლას?

მოსწავლეები, როგორც აღვნიშნეთ, სწავლას სხვადასხვა დროს ამთავრებენ. მე-12 კლასელებმა, რომლებმაც სკოლა 20 მაისს დაამთავრეს, წიგნები უკვე უნდა დააბრუნონ. სახელმძღვანელოების დაბრუნება შეუძლიათ პირველკლასელებსაც სასწავლო წლის ბოლოს - 27 მაისს. რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მოსწავლეებმა სკოლას სახელმძღვანელოები უნდა დაუბრუნონ სასწავლო წლის დასრულებამდე.

მასწავლებლები, მიუხედავად სასწავლო წლის 15 ივნისს დასრულებისა, შვებულებაში ივლისის დასაწყისში გადიან. იქამდე კი, საქმიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ სკოლაში მისვლა. ასეთ დროს დამრიგებლები, ხანდახან, მოსწავლეებს წიგნების დაბრუნებას 15 ივნისის შემდეგ სთხოვენ, სასწავლო წლის დასრულების მერე წიგნების ორგანიზებულად ჩაბარების პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს, რადგან მოსწავლეები არდადეგებზე დასასვენებლად მიდიან. სწორედ ამიტომ, პედაგოგებს შეუძლიათ უკვე გააფრთხილონ მოსწავლეები, რომ წიგნები დროულად დაუბრუნონ სკოლას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება