სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი ინგა მჟავანაძე კონკურსში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობს
19-05-2022
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით აღმზრელ-პედაგოგები ბავშვების არაერთ პროექტსა თუ აქტივობას სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული აღმზრდელ-მასწავლებელია ინგა მჟავანაძე, რომელიც აღსაზრდელებს სამაგალითო გარემოსდაცვით განათლებას აძლევს და სპეციალურად შემუშავებულ სასკოლო მზაობის პროგრამას სთავაზობს. 

ამჟამად, ბაღის სასკოლო მზაობის აღმზრდელ-მასწავლებელი კონკურსში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობს.

კონკურსანტმა წარმატებით გაიარა პირველი ეტაპი. შედეგად, ის მეორე ეტაპის ონლაინ პრეზენტაციაზე მიიწვიეს. „მწვანე ჯილდოს“ მონაწილეების ონლაინ შეხვედრა 18 მაისს ჩატარდა. შეხვედრაზე გაიმართა იმ აქტივობებისა და პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც აღმზრდელ-მასწავლებელი გარემოსდაცვით კვირეულში „მწვანე დღეების“ აღსანიშნავად ახორციელებდა.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, საქართველოს მასშტაბით, „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” პროგრამის დანერგვა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო -„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, რომელიც შემუშავებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის გარემოსდაცვითი კომპონენტის შესაბამისად. ამასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ყოველწლიურად, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლებისა და მეთოდისტებისთვის ​კონკურსს - „მწვანე ჯილდო“ მართავს.

კონკურსი მიზნად ისახავს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას და იმ აღმზრდელ- მასწავლებლებისა და მეთოდისტების წახალისებას, რომლებიც აქტიურად იყენებენ „სკოლამდელ გარემოსდაცვით სახელმძღვანელოს“ და ზრუნავენ ბავშვებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე.

ხობის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში ინგა მჟავანაძეს კონკურსის შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება