TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აქტიური სტუდენტური ცხოვრება და ვირტუალური სამყაროს სინთეზია - გიორგი ცინცაძის წარმატების ისტორია
18-05-2022
-
+


გიორგი ცინცაძე KIU-ს ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამაზე განაგრძო. მიღწეული წარმატებების შედეგად სწავლის გადასახადი უნივერსიტეტში სრულად უფინანსდება. გიორგი თანატოლებთან ერთად კამპუსში ცხოვრობს და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ პროექტში და, როგორც უნივერსიტეტის ახალგაზრდა ელჩი, თავადაც არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს.

„KIU-ს ელჩობა ჩემთვის ახალ გამოწვევებთან, დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება. მსურს, მეტმა ადამიანმა გაიგოს KIU-ს შესახებ. თანატოლებთან ერთად პროექტების კეთება და კამპუსში ცხოვრება უპირობოდ სასიამოვნო პროცესია. ხარისხიანი განათლების მიღების პარალელურად ვსწავლობთ დამოუკიდებლობას. აბიტურიენტებს, რომლებსაც სურთ მომავალი პროფესია STEM დარგებს დაუკავშირონ, ვურჩევ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარებას. საუკეთესო ლექტორებთან ერთად ფანტასტიკური სტუდენტური ცხოვრება ელოდებათ წინ“, - აცხადებს სტუდენტი.

წარმატებული სტუდენტი ამჟამად რამდენიმე პროექტშია ჩართული, ერთ-ერთი მათგანი კრიპტო სფეროს შესწავლას მოიცავს. თემაზე ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად მუშაობს და იმედი აქვს, რომ საინტერესო შედეგებიც ექნება მალე. მეორე პროექტი NFT- Non Fungible Token-ია. ამ ეტაპზე კომპლექტდება გუნდი (ძირითადად KIU-ს სტუდენტებისგან), რომელიც ფოკუსირებული იქნება NFT-ის შექმნასა და გაყიდვაზე (ქართულ ბაზარზე). გიორგი ასევე წარმატებული იუთუბერია. გეგმავს, რომ  Youtube არხზე განსხვავებული კონტენტი შექმნას და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია KIU-ში არსებული სტუდენტური ცხოვრების შესახებ. 

„ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში ვირტუალურ სამყაროს. პატარაობიდანვე მიტაცებდა კომპიუტერული თამაშები როგორც მომხმარებლის, ისე დეველოპერის დონეზე. ამიტომ ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ე.წ. გეიმინგია. მიყვარს ხელოვნება, მუსიკის მოსმენა/დაკვრა განსაკუთრებულ შეგრძნებებს მანიჭებს. არტი მეხმარება დავაღწიო თავი ყოველდღიურობას. მიტაცებს ისტორია, ისტორიული პერსონების შეცნობა, ომებისა და ბრძოლების დეტალური ანალიზი, ეპოქების განხილვა, იმპერიების შესწავლა“, - აღნიშნავს გიორგი.

გიორგი უკვე რამდენიმე ენას ფლობს, მალე იაპონური და გერმანული ენების შესწავლას იწყებს. ის გახლავთ Global Model United Nations (GMUN)-ის საუკეთესო დელეგატი, GAU-ს ბიზნეს კონკურსისა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებული. სკოლის „რა? სად? როდის?“ კონკურსის ჩემპიონი, არაერთი პროექტის ორგანიზატორი და გამორჩეული პრეზენტატორი.

KIU-ს მენეჯმენტის პროგრამას გამორჩეულად მიიჩნევს მენეჯმენტის სხვა პროგრამებიდან, რომლებსაც უნივერსიტეტები სთავაზობენ სტუდენტებს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც საკუთარი თავის რეალიზება და განვითარებაა შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ აქ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შევძლებ იმ პროექტების წარმატებით განხორციელებას, რომლებზე ოცნებამაც აქამდე მომიყვანა. მჯერა, წარმატებით მივაღწევ დასახულ მიზანს“, - აცხადებს სტუდენტი.

KIU-ს ელჩის სამომავლო გეგმები მის პიროვნულ ზრდასა და ახალი ცოდნის მიღებას უკავშირდება. გეგმავს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებას, კრიპტო სფეროს კიდევ უფრო დეტალურად შესწავლას და წამოწყებული პროექტების სისრულეში მოყვანას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება