სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„ჩვენ მომავალი თაობის აღზრდას, მათ დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებას ვემსახურებით“- რუსუდან ჭეიშვილი, ქუთაისის N21 სკოლის დირექტორი
05-05-2022
-
+


კიდევ ერთი დატვირთული და საინტერესო სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მას Etaloni.ge-სთან ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი აფასებს. ის სწავლის ჰიბრიდულ მოდელზე, სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე, განვლილ პერიოდსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

- კორონავირუსის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა სიტუაციამ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა სკოლასა და მასწავლებელს. ჩვენ ხომ მომავალი თაობის აღზრდას, მათ დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებას ვემსახურებით. მიმდინარე სასწავლო წელს შევძელით: საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ახალი, უცნობი შესაძლებლობების გამოყენება, მოსწავლეთათვის სწავლა-სწავლების მიღებისა და უწყვეტობის შესაძლებლობის მიცემა, დამოუკიდებელი სწავლისა და მუშაობის უნარების გამომუშავების ხელშეწყობა, სწავლა-სწავლების გამრავალფეროვნება. მცირე დანაკარგების მიუხედავად, ვთვლით, რომ სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ: მონაწილეობას ვიღებდით პროფესიული განვითარებისათვის დაგეგმილ ონლაინ ტრენინგებში. სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელსა’’ და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში. წლის განმავლობაში დაიგეგმა და განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტები. ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები მოსწავლეთა სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის უმეტესობა, დისტანციურად, რეგულაციების დაცვით.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდულმა სწავლებამ სკოლა და პედაგოგი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დააყენა, ვფიქრობთ, მოსწავლეთა და  მშობელთა ინტერესების დაცვით, ჰიბრიდული მოდელი გამოყენებულ იქნას მომავალშიც, საჭიროებებიდან გამომდინარე.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- სადიაგნოსტიკო შეფასება, შესაძლებელია, ეფექტურად იქნას გამოყენებული განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. თუმცა ვთვლით, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა, როცა გათვალისწინებული უნდა იყოს სწავლა-სწავლების ხარისხის საწყისი მდგომარეობა - მოსწავლეთა მიღწევების შესადარებლად. დაგეგმვა ისეთ სტრატეგიებს უნდა მოიცავდეს, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ მისაღწევი მიზანიც და გაწეული საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებიც. ამდენად, აღნიშნული ტესტირების გასახორციელებლად საჭიროა მომზადება, ვფიქრობთ, რომ სასწავლო წლის პირველი ნახევარი იქნება აღნიშნული ტესტირების ჩატარების იდეალური დრო, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს უნდა მოხდეს სადიაგნოსტიკო ტესტირება მეორედ - შედეგების შესადარებლად.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში?

- სკოლისა და მოსწავლის წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის უწყვეტი კავშირი, სკოლის განვითარებისათვის კი რეალისტური მიზნები და მოტივაცია, განვითარების გეგმა და მონიტორინგი, ხარისხის კულტურა, თანამშრომლობა და თანამონაწილეობა...ეს და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანები წარმატებით ხორციელდება ჩემს სკოლაში. სასურველია, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 18-20 მოსწავლეს...მცირე კონტინგენტი არ უნდა ახდენდეს გავლენას სკოლის ბიუჯეტზე, გადასახედია სახელმძღვანელოების არჩევის საკითხი.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად?

- როგორც ყველაფერი ვითარდება და იცვლება, განათლების სისტემაშიც საჭირო არის და ხორციელდება კიდეც რეფორმები.. ჩვენ უნდა მოვერგოთ ამ პროცესს, მიღწევები კი უნდა აისახოს მოსწავლეებზე. ყოველ სიახლეს შესაბამისი მასამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ, ტრენინგები, მასწავლებელთა გადამზადებები. დანერგვისას  არის პრობლემები, სირთულეები, არის წარმატებები...ყურადღებას გავამახვილებ ,,ახალი სკოლის მოდელზე’’, რომელმაც თითოეულ სკოლას შესთავაზა თავის ძლიერი და სუსტი მხარეების პროფილი, რომლის მიხედვითაც მას თავისი სამოქმედო გეგმის შემუშავება შეუძლია. ახალი სკოლის მოდელის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ მოდელში, ისაა, რომ თავად ვქმნი და ვგეგმავ სასწავლო გეგმასა და გაკვეთილს. „ახალი სკოლის მოდელი“ არის პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ პრობლემების ანალიზით და ჩვენივე ხელით, ჩვენსავე სკოლაში შევქმნათ ნიმუში იმისა, თუ რა არის ჩვენთვის კარგი სკოლა და კარგი სასწავლო პროცესი. შემდეგ კი მის დახვეწასა და განვითარებაზე ვიზრუნოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება