სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელ ნიჭიერ მუსიკოსს - გიორგი არაბიძეს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა
04-05-2022
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს.

ნიჭიერ მოსწავლეებს შორის მეცხრეკლასელი გიორგი არაბიძეა, რომელთანაც მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის დეპუტატი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი ესტუმრა, მან კულტურის კომიტეტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს, ახალგაზრდა მუსიკოსი, სკოლის მე-9დ კლასის მოსწავლე, გიორგი არაბიძე წარუდგინა.

შეხვედრისას ისაუბრეს სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში ნორჩ მუსიკოსთა აღმოჩენა-ხელშეწყობაზე. ასევე, მათ ჩართულობასა და მონაწილეობის მიღების თაობაზე სხვადასხვა ფესტივალებში.

აღსანიშნავია, რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თანადგომა გამოუცხადა ახალგაზრდა პიანისტს და ბათუმში, პიანისტთა კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა.

„წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება