TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„5-ბავშვიანი სკოლა, ვერ იქნება კარგი და იქ ბავშვი ვერ მიიღებს, მაღალი დონის განათლებას, მით უმეტეს, მაღალ კლასებში“
04-05-2022
-
+


5-ბავშვიანი სკოლა, ვერ იქნება კარგი და იქ ბავშვი ვერ მიიღებს, მაღალი დონის განათლებას, მით უმეტეს, მაღალ კლასებში - აღნიშნულის შესახებ განათლების კომიტეტში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. სკოლების რეაბილიტაცია 2027 წლისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, შეუძლებელია იმის თქმა, რომ 2027 წლისთვის საქართველოში არც ერთი სკოლა აღარ იქნება გასაახლებელი.

„ყოველთვის იქნება ისეთი სკოლა, რომელიც სარეაბილიტაციოა, დღეს თუ არ არის კონკრეტული სკოლა სარეაბილიტაციო, 5-7 წლის შემდგომ შესაძლოა იყოს. 100%-იანი მოცვა, რა თქმა უნდა, ვერსადროს იქნება, თუმცა, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პრობლემა რომ აღარ იდგეს, ამის ფინანსური ნაწილის მოძიებაზე ვმუშაობთ.

ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული თანხის გამოსაყენებლად ვადა 2027 წლამდე გვაქვს, თუმცა გასათვალისწინებელია 2 კომპონენტი: ეს არის სკოლების რეაბილიტაცია, რაც ნიშნავს, რომ სკოლები ბავშვებისგან უნდა დავცალოთ, გავარემოტოთ და დავაბრუნოთ ისევ სკოლაში. წინა პროექტების ფარგლებში ჩნდებოდა ისეთი პრობლემა, როცა მოსწავლეები ვერ გადაგვყავდა სხვა სკოლაში, ვინაიდან ახლოს არაფერი იყო, ამის გამო გვიწევდა ზაფხულის პერიოდში რებაილიტაცია - ეს პრობლემა, ვფიქრობ, ამ შემთვევაშიც გვექნება. სასწავლო პროცესის ამის გამო შეჩერება ძალიან რთულია. ამიტომ რაც მალე დავწყებთ სკოლების შერჩევას, მით ბევრი სკოლის მოცვას შევძლებთ. რთულია თქმა, რამდენი სკოლა შეირჩევა, რადგან ეს დამოკიდებულია რეაბილიტაციის მასშტაბზე. ვფიქრობთ 100-150 სკოლის სრული რეაბილიტაცია მოესწრება, თუმცა საკითხი კიდევ დაზუსტდება", - აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, მცირეკონტიგენტიან სკოლებს გაუჭირდებათ ენერგოეფექტურობის მიღწევა, ეს პროექტი არ არის იმისკენ მიმართული, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ. 

„ინფრასტრუქტურის გარდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ ადამიანური კაპიტალიც და უნდა გვესმოდეს, რომ 5 ბავშვიანი სკოლა ვერ იქნება კარგი სკოლა და იქ ბავშვი ვერ მიიღებს მაღალი დონის განათლებას, მით უმეტეს მაღალ კლასებში. დაბალ კლასებში კიდევ შეიძლება იყოს ეს შესაძლებელი, მაგრამ მაღალ კლასებში ასეთი განათლების მიღება და თითოულ ბავშვზე კარგი მასწავლებლის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და ქვეყანაში ეს არ არის შესაძლებელი. ვერ გვექნება ყველა სოფელში კარგი სკოლა და ამას უნდა შევეგუოთ,  არცერთ ქვეყანაში ეს არ არის შესაძლებელი"- განაცხადა კაკაურიძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება