სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ათენის დემოკრატია“- კალის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე მართა ხარძიანის კომპლექსური დავალების შთამბეჭდავი პრეზენტაცია
04-05-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლე მართა ხარძიანმა წარმოადგინა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე: ათენის დემოკრატია. პრეზენტაცია მოიცავდა: დრაკონის კანონებს, სოლონის რეფორმებსა და პერიკლეს მმართველობას.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სოლონის მმართველობაზე და კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით თავი წარმოიდგინა, ძვ. წთ. VI საუკუნის ათენელ მოქალაქედ და სოლონის „საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად“.

ასეთი ამპლუით მას სასურველი კანდიდატისთვის, ანუ სოლონისთვის უნდა შეექმნა საარჩევნო პროგრამა და საარჩევნო ატრიბუტიკა, მისი იდენტობის დამადასტურებელი პლაკატი ან სამკერდე ნიშანი.

მოსწავლემ ერთი კვირა იმუშავა მასალების მოძიებასა და დამუშავებაზე, ხოლო პრეზენტაციაში ერთმანეთს შეადარა სპარტელი ლიკურგოსისა და სოლონის რეფორმები, დაასაბუთა ამ უკანასკნელის უპირატესობა ლიკურგოსთან შედარებით სახელმწიფოს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ისაუბრა ათენში არსებულ უშუალო დემოკრატიის ფორმაზე, კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა უშუალო ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ასეთი მმართველობის ფორმა დღესაც მრავალი კუთხით სანიმუშოდ რჩება დემოკრატიული ქვეყნებისათვის. თუმცა ხაზი გაუსვა იმ ნაკლოვანებებსაც, რაც ათენურ დემოკრატიას გააჩნდა: გენდერული უთანასწორობა და მონების არსებობა, რომელთაც არ გააჩნდათ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.

პრეზენტაციის გარდა, მოსწავლემ შექმნა „სოლონის საარჩევნო პროგრამა“ და პლაკატი, რომელზეც ვიზუალურ მასალასთან (სურათი, ნახატი) ერთად დაიტანა მის მიერ მოფიქრებული სოლონის „საარჩევნო სლოგანი“.

პრეზენტაციას დაესწრნენ: კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექცია და თემის წარმომადგენლები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლის მიერ გაწეულ შრომასა და წარმოდგენილ პრეზენტაციას.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას მართა ხარძიანს ხელმძღვანელობა გაუწია ამავე სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა გიორგი ტერუნაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება