| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის პროექტებში.
ამჟამად, მათ დაასრულეს პროექტი - „SustainabiliThinkClub“ და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ახლა კი ევროპული ხარისხის ნიშანს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ პროექტი 2021 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო და მასში თურქეთის, პორტუგალიისა და იორდანიის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებს განევითარებინათ კომუნიკაციის უნარი, შემოქმედებითი აზროვნება, გამოეხატათ საკუთარი თავი და გაეუმჯობესებინათ საკომუნიკაციო უნარები სამიზნე ენაზე (ინგლისური), გაერთიანებულიყვნენ პლანეტის დასაცავად და მდგრადობის კონცეფცია ექციათ ცხოვრების ნაწილად.
ეს პროექტი მოიცავდა აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობდა მდგრადი განვითარების კონცეფციის გააზრებას, უკეთესი გარემოს შექმნას. მისი ფორმატიდან გამომდინარე დაეუფლნენ სხვადასხვა WEB 2.0 ინსტრუმენტის გამოყენებას.
განივითარეს გამჭოლი კომპეტენციებით გათვალისწინებული უნარები:
მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებასა და მათი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. ისინი საკუთარ თავს განიხილავენ, როგორც გლობალურ მოქალაქეს და არა როგორც ერთი კონკრეტული თემის წარმომადგენლებს. წარმატებები მათ ყველგან და ყოველთვის!
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ