სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები სააღდგომო კონკურსის გამარჯვებულთა შორის არიან
03-05-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები, რომლებიც მუდამ დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ, სხვადასხვა პროექტებსა თუ კონკურსებშიც აქტიურად მონაწილეობენ.

სკოლის მოსწავლეები ENGLISH BOOK ADUCATION-ის მიერ გამოცხადებული კონკურსში HAPPY EASTER მონაწილეობდნენ, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

მეშვიდეკლასელები: ლიზი ღორჯომელაძე, თამთა შავაძე და თამთა კახაძე აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულთა რიგებში მოხვდნენ.

მოსწავლეების ინგლისური ენის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საზოგადოებას მეშვიდეკლასელების შესახებ საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.

„მსურს წარმოგიდგინოთ ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, დაუზარელი და ენთუზიაზმით აღსავსე აღსაზრდელები. ყოველი ახალი, ნოვატორული პროდუქტი, რომელიც უშუალოდ სასწავლო პროცესის პირობებში იქმნება მათი გვერდში დგომის  შედეგია. სწორედ ამ შედეგმა განსაზღვრა წარმატების ხარისხი, რომელიც გოგონების განვითარებაზე ზეგავლენას ახდენს.

პროექტი, სადაც დისველის საჯარო სკოლა სისტემატიურად არის ჩართული და ხშირ შემთხვევაში გამარჯვებულიც ხდება გახლავთ - ENGLISH BOOK ADUCATION-ის მიერ გამოცხადებული კონკურსი HAPPY EASTER.

ვიმუშავეთ, ვხატეთ, სულ რამოდენიმე წუთის განმავლობაში წარწერები და დეკორაციები გავაკეთეთ, მაგრამ ეს ყოველივე შევქმენით დიდი სიყვარულით და პატივისცემით... სწორედ ამის შედეგად დღეს ისინი გამარჯვებულთა რიგებში ღირსეულად დგანან და ამით გვასახელებენ ჩვენ, მათ პედაგოგებს, რომლებიც გამუდმებით მოსწავლეების განვითარების სადარაჯოზე ვდგავართ.

ლიზი ღორჯომელაძე, თამთა შავაძე, თამთა კახაძე - ძალიან გამახარეთ და სწორედ ამ სიხარულის კვალობაზე გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას და წინსვლას!“, - აღნიშნავს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

​იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება