სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიმაჩნია, რომ განათლება ადამიანს ღირსეულ პიროვნებად აყალიბებს“- გაიცანით, თელავის N5 სკოლის წარმატებული მოსწავლე მათე მამულაშვილი
03-05-2022
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა შესახებ სკოლა საზოგადოებას ინფორმაციას მუდამ სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, სკოლა საზოგადოებას მეათეკლასელ, მათე მამულაშვილს აცნობს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, საინტერესო ადამიანი, თავდაჯერებული და შემდგარი პიროვნებაა.

მათე საკუთარ მიღწევებზე საინტერესოდ ყვება:

- „ბავშვობიდან ჩემი პრიორიტეტია სწავლა, განათლების მიღება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. მიმაჩნია, რომ განათლება ადამიანს ღირსეულ პიროვნებად აყალიბებს. ვფიქრობ, ჩემი ყველაზე კარგი თვისება მიზანდასახულობაა. დაინტერესებული ვარ ხელოვნების სხვადასხვა დარგით. ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა პროგრამაში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში. ახლაც აქტიურად ვარ რამდენიმე პროექტში ჩართული. მიმაჩნია, რომ ასეთი აქტივობები ადამიანს აძლიერებს პიროვნულად, მატებს თავდაჯერებულობას და უვითარებს სოციალურ უნარებს.

ბავშვობიდან დავდიოდი ხალხური სიმღერის შემსწავლელ წრეზე და ბევრ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, 12 წლის ასაკში კი საესტრადო სიმღერა შევასრულე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონკურსში, რომელიც საქართველოს კომპოზიტორთა კავშირმა ჩაატარა, ავიღე უმაღლესი ჯილდო - გრან პრი და ვიყავი ძალიან ბედნიერი. ეს ჩემი ვოკალის პედაგოგის, თინათინ ნათელაძის დამსახურებაა. ამას მოჰყვა უამრავი კონცერტი, გასვლები ქალაქგარეთ და მრავალი სხვა წარმატება. შემდეგ იყო ჩემი აქტიური ჩართულობა ხატვის მიმართულებით. ნელ-ნელა ყველაფერი დაგროვდა და სკოლის სტიპენდიანტების შერჩევისას კარგი კანდიდატი აღმოვჩნდი, კარგი აკადემიური მოსწრებით და ამიტომ 12 წლის ასაკიდან დამენიშნა სტიპენდია.

ამავე ასაკში მივიღე მონაწილეობა მუსიკალურ გადაცემა „მასტერკლასში“, სადაც რამდენიმე ტური გადავლახე. ასევე, ვმონაწილეობდი ინტელექტუალურ - ახალგაზრდულ სატელევიზიო გადაცემაში „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ და გავხდი ფინალისტი.

მე და ჩემმა გუნდმა წარმატებას მივაღწიეთ ინტელექტუალურ თამაშ „ბრეინ რინგში“. ვმონაწილეობდი ერეკლე მეფისადმი მიძღვნილ წერილების კონკურსში, გამარჯვებულ ნამუშევრებში ჩემიც აღმოჩნდა. „ერეკლეობაზე“ მიმიწვიეს და გადმომცეს ჯილდო.

წარმატებული მონაწილეობა მივიღე კონკურსში „გავერთიანდეთ ადამიანის უფლებების დასაცავად“, რომელიც მიმართული იყო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

შემდეგ იყო „ეტალონი“ - ასევე წარმატებული მონაწილეობა.

ორი წლის წინ დავიწყე სიარული თეატრალურ წრეზე (ქეთი ჩხეიძესთან) და ხატვის წრეზე (ზურაბ სულაკაურთან), რამაც ბევრი სარგებელი მომიტანა - გამხადა მეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული. თეატრალური წრის დახმარებით ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვე და უფრო მეტად შევისწავლე ეს სივრცე. ხატვიდან მქონდა რამდენიმე გამოფენა თბილისში, სულ ცოტა ხნის წინ კი მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ჩატარდა გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში. დავსახელდი გამარჯვებულებს შორის და მომანიჭეს პრიზი „აღიარება“, ასევე ფულადი ჯილდოც.

ვფიქრობ, მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ მაქვს, ვიშრომებ და ამ შრომას მოვახმარ ჩემს ქვეყანას“, - ამბობს მათე მამულაშვილი.

სკოლა საკუთარი მოსწავლით ამაყობს და სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალს წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან.

რამოდენიმე დღის წინ მეათეკლასელების კიდევ ერთი წარმატება გახდა ცნობილი - 14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ესეების კონკურსი. მათეს, როგორც საუკეთესო ესეს ავტორს, გადაეცა დიპლომი და სამახსოვრო საჩუქარი.

თელავის N5 საჯარო სკოლა უფრო მეტ წარმატებებს უსურვებს მათე მამულაშვილს, ის ნამდვილად წარმოადგენს ქვეყნის საუკეთესო მომავალს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება