სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუაფარცხმის საჯარო სკოლაში საგამოფენო კვირეული -„ბაირამობის დღესასწაული“ გაიმართა
02-05-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელის ხელმძღვანელობით, საგამოფენო კვირეული „ბაირამობის დღესასწაული“ გაიმართა. 

გამოფენა რამადან ბაირამს მიეძღვნა. მის განხორციელებაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, მშობლებიც ჩაერთნენ. მოსწავლეებმა დახატეს, მშობლებმა კი თავიანთი ნამუშევრები ნაქარგი ფარდაგები, ნაქსოვი წინდები და სამკლაურები წარმოადგინეს.

აქტივობა მასწავლებელ თამარ კალანდაძის ხელმძღვანელობით გაიმართა, მასში ყველა დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო.

„2 მაისს, ორშაბათს ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.
ჩვენს სკოლაში მოსწავლეების მეტი ნაწილი მუსულმანური აღმსარებლობისაა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ მსგავსი გამოფენით ქრისტიანული დღესასწაული აღდგომა ავღნიშნეთ. 
პროექტში სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და დიდი სიხარულით მიულოცეს დამდეგი ბაირამობის დღესასწაული ერთმანეთს. მშობლებმა გამოფენისათვის წარმოადგინეს მათი ნამუშევრები: ნაქარგი ფარდაგები, ნაქსოვი წინდები და სამკლავურები, რომლებიც ხელით ნატიფად იყო შესრულებული. წარმოდგენილი ნამუშევრები ლამაზად და შთამბეჭდავად იყო წარმოდგენილი თავისი ორნამენტებითა და ფაქტურით. ქარგვა და ქსოვა არის ჩვენი იდენტობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და დიდი რუდინებით ინახავენ ამ ტრადიციას. 
მშობლებმა, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად აღნშნეს ბაირამობასთან დაკავშირებული კვირეული. ეს შეხვედრა იყო მეგობრობის, სიყვარულის, ურთიერთობის გაღრმავების და ურთიერთპატივისცემის განსხვავებული აღმსარებლობის მიმართ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება