სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ ეზოში ეკოკლუბის წევრებმა მარადმწვანე ხეები დარგეს
02-05-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ ეზოში ეკოკლუბის წევრებმა მარადმწვანე ხეები დარგეს. 

ისინი ამ აქტივობით ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელ თემას გამოეხმაურნენ. მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

„პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა. 2022 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებამ, გარემოს დაცვამ, ეკონომიკურმა განვითარებამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება მიუხედავად ამისა, წელიწადში დაახლოებით ერთი მილიონი ნაადრევი სიკვდილი გამოწვეულია ცნობილი გარემოსდაცვითი რისკებით.
ჰაერის დაბინძურება, დაბინძურებული წყალი, არაადეკვატური სანიტარული პირობები, მათ შორის მყარი ნარჩენების მართვა, გარკვეული სახიფათო ქიმიკატების რისკები და კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედება არის ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე.
ჩვენი პლანეტის, ჩვენი ჯანმრთელობის ეს თემა უნდა იყოს ჩვენთვის ძლიერი შეხსენება, რომ მრავალი ამ საკითხის გადაწყვეტა სცილდება ჯანდაცვის სექტორის ექსკლუზიურ კომპეტენციას. ეფექტიანი რეაგირება მოითხოვს საზოგადოების ყველა წევრის მიდგომების შეცვლას და აქტიურ მოქმედებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება