| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და წლიური ქულების საკითხიც აქტუალური ხდება როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობისთვის თითოეული საგნის წლიური ქულის ბარიერი 5,0 ქულაა. თითოეული კლასის მოსწავლემ, რომელიც ჟურნალში განმსაზღვრელი ნიშნით ფასდება, 5,0 და მეტი შეფასება უნდა მიიღოს, თუმცა არსებობს სკოლები, სადაც მოსწავლეებს აღნიშნული ქულა კლასს ვერ დააძლევინებს.
კერძო სკოლებს, ასევე ერთი ან რამდენიმე საგნის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლებს უფლება აქვთ, დაადგინონ გაძლიერებული საგნის/საგნების დაძლევის განსხვავებული ბარიერი, მთავარია, რომ მინიმალური ზღვარი 5,0 ქულაზე ნაკლები არ იყოს, თუმცა ბარიერად შესაძლოა იმაზე მეტი ქულა დაწესდეს, ვიდრე ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს.
იმ კერძო ან საჯარო სკოლის, სადაც კლასიდან კლასში გადასასვლელად განსხვავებული ბარიერი დაწესდება, მოსწავლე ვალდებულია, დააკმაყოფილოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო კლასში ვერ გადავა და სკოლიდან გადასვლა მოუწევს.
აღნიშნული გამონაკლისის შემთხვევებში, თუ მოსწავლე ვერ გადალახავს კერძო სკოლების და გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე საჯარო სკოლების მიერ დადგენილ ბარიერს, მაგრამ დაძლევს ესგ-ს მიხედვით დადგენილ მინიმალურ ზღვარს (5,0), უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მომდევნო კლასში.
იხილეთ ასევე: წლიური ქულის გამოანგარიშების წესი - როგორ შეფასდება წლის ბოლოს მოსწავლე, რომელიც სკოლას შეიცვლის?
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა