| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასწავლო წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, მე-12 და 1 კლასები სწავლას მაისში ასრულებენ და ბუნებრივია, უკვე გააქტიურდა ექსკურსიების საკითხიც. ზოგი ტრანსპორტს ეძებს, ზოგი ტურისტულ ღირსშესანიშნაობას არჩევს, რადგან ყველამ ჩათვალა, რომ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, ექსკურსიები უკვე ნებადართულია.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ საკითხის გარკვევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაწყვიტა. დაშვებულია თუ არა სასკოლო ექსკურსიები? - ამ კითხვით ჩხენკელის უწყებას მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპისთვის ექსკურსიებთან დაკავშირებული შეზღუდვა მოხსნილი არ არის, შესაბამისად, გასვლითი ღონისძიებები აკრძალულია.
შემდეგ შრომის ინსპექციას დავუკავშირდით იმის გასარკვევად, რაიმე სანქცია ხომ არ არსებობს კანონდარღვევისთვის; სადაც გვიპასუხეს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები სრულად სამინისტროს ხელშია და მინისტრის შიდა ბრძანებით რეგულირდება;
ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, როგორც ირკვევა, მოსწავლეთა უსაფრთხოების გამო, მინისტრმა ჩხენკელმა გადაწყვიტა - 2021-2022 სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეებმა ექსკურსიებისგან თავი უნდა შეიკავონ!
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა