TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია, რომელ პროგრამაში იმუშავებენ მასწავლებლები საგამოცდო ტესტის წერისას?
01-05-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პედაგოგებთან დეტალურად ისაუბრეს ისტ-ის საგნის ტესტების შესახებ. როგორც ცნობილია, ტესტი ორი ნაწილისგან შედგება, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გამომცდელები Windows 10- ში იმუშავებენ, 

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტესტი ეფუძნება საგამოცდო პროგრამას, პროგრამა კი თავის მხრივ „დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს“. აღნიშნულ სტანდარტში დეტალურადაა აღწერილი მასწავლებლის პროფესიული საქმიანობისათვის ის ცოდნა და უნარები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება წარმატებული სწავლების პროცესში.

შეფასების მიზნების შესაბამისად, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან: პროფესიული ცოდნა (სამუშაო დრო არის 1 საათი და 30 წუთი) და პრაქტიკული უნარები (სამუშაო დრო არის 2 საათი და 30 წუთი). ტესტის თითოეული ნაწილი 35 ქულით ფასდება. შესაბამისად, ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.
 
აპლიკანტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო საკითხი შესაბამისობის დავალებებია, რომელშიც მონაცემთა ორი სვეტია მოცემული - ერთ სვეტში მოცემულია ე. წ. პირობა (მოვლენები, ფრაზები და ა. შ.), მეორეში კი – სავარაუდო პასუხები (ცნებები, ტერმინები და ა. შ.). დავალების შესასრულებლად საჭიროა ერთ სვეტში მოცემული ინფორმაცია შევუსაბამოთ (მივუსადაგოთ) მეორე სვეტში მოცემულ ინფორმაციას. შესაბამისობის თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. ასეთი ტიპის დავალება ისტ-ის პრაქტიკულ ნაწილში არ გვექნება.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული ნაწილის შესასრულებლად გამოსაცდელები იმუშავებენ კომპიუტერთან Microsoft Office-ის პროგრამებში MS Word 2019, MS Excel 2019 და MS PowerPoint 2019.
შესასრულებელია შემდეგი დავალებები: 

1. დოკუმენტის შექმნა და დაფორმატება პროგრამა MS Word-ის გამოყენებით; 
2. მონაცემთა ანალიზი/დამუშავება პროგრამა MS Excel-ის გამოყენებით; 
3. პრეზენტაციის შექმნა პროგრამა MS PowerPoint-ის გამოყენებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება