სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N178 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა აქცია -„დარგე და გარგებს“ წამოიწყეს
29-04-2022
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.

IVბ კლასის მოსწავლეებმა აქცია „დარგე და გარგებს“ წამოიწყეს. მათ, ჰიგიენის ყველა წესის დაცვით, სკოლის ეზო დაასუფთავეს და კანადური მარადმწვანე ხვია დარგეს. 

ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეები გარემოსდაცვის მშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ.

აქტივობაში მეოთხეკლასელები დამრიგებელის მაია ნარინდოშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

„დედამიწა ჩვენი სახლია, რადგან ეს ერთადერთი გარემოა, ჯერჯერობით, სადაც ადამიანს არსებობა შეუძლია, ამიტომ ადამიანისგან ყველაზე მეტად იმსახურებს მოვლას. თუ გვსურს სიცოცხლე, უნდა ვისწავლოთ დედამიწის წესებით ცხოვრება!
დედამიწა გვჭირდება ჩვენ! დღევანდელ დღეს მნიშვნელოვან პრიორიტეტად ითვლება მოსწავლეებში  ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება. შესაბამისად, დარწმუნება მათი, რომ ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება ნამდვილადაა ჯანმრთელობის ნობათი. ჯანმრთელობა კი შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის ცხოვრების ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია!
მთავარია სურვილი, განწყობა, ენერგია, ნერგები, სამუშაო იარღები ... და საქმეც გამოდის!
შემოგვიერთდით, ერთად გავამწვანოთ საქართველო“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება