სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაციები მოამზადეს
29-04-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაციები მოამზადეს.

შემაჯამებელი შეხვედრა კი XI კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს. მათ, სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი ცოდნის საფუძველზე, ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემებზე უაღრესად საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს.

ლიკა ზვიადაძემ პრეზენტაციას შესავალი სიტყვა გაუკეთა და მდგრად განვითარებაზე, როგორც  ეკოლოგიურ ალტერნატივაზე ისაუბრა და ასევე, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების როლი აღნიშნა.

მოსწავლეებმა: მ. ბენიძემ, ლ. ზვიადაძემ, ლ. ფრუიძემ, ს. ხეცურიანმა, მ.მიქაძემ, ნ. ასლანიკაშვილმა, ს. საღარეიშვილმა საგანგებოდ მოემზადნენ და საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს; მათ თანატოლებს დედამიწის შესახებ საინტერესო ფაქტები გააცნეს და ყველას ჩვენი დედაბუნების დაცვისკენ მოუწოდეს.

მოსწავლეებს გაწეული მუშაობისთვის დირექტორმა, მაია ნუცუბიძე - ქობულიამ მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გეოგრაფიის პედაგოგმა, მეგი ზიბზიბაძემ მოამზადა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:




















კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება