სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგთა ხსოვნას ვარსკვლავის გახსნით მიაგეს პატივი 
29-04-2022
-
+


ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში თითოეული პედაგოგის მიერ მომავალი თაობის აღზრდასა და სწავლა განათლებაში ჩადებულ ღვაწლსა თუ ამაგს განსაკუთრებულად აფასებენ.

სკოლიდან წასულ პედაგოგებს არასოდეს ივიწყებენ და მუდამ ხაზს უსვამენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის შრომა, რომელსაც თითოეული პედაგოგი წლების განმავლობაში სწევდა.

პედაგოგების შრომა, ხომ მომავალი თაობისთვის და ქვეყნისთვის მეტად დასაფასებელი პროფესიაა რომელსაც სათანადო დაფასება სჭირდება?!

სკოლის დირექტორის, მარინა ისკაკოვას ინიციატივა სკოლიდან წასული პედაგოგებისთვის ვარსკვლავის გაეხსნა უკვე ტრადიციად დამკვიდრდა.

ამჯერად, 11 აპრილს, ვარსკვლავი გაუხსნეს ახლახანს გარდაცვლილ სპორტის მასწავლებელს, ალექსანდრე კახაძეს და დაწყებითი კლასების პედაგოგს, ნაილი ჩიხლაძეს.

ვარსკვლავის გახსნას პედაგოგების ოჯახი და თანამშრომლები დაესწრნენ. 

„სკოლის დირექტორის ინიციატივა და აწ უკვე ტრადიცია, გაუხსნას სკოლიდან წასულ პედაგოგებს ვარსკვლავი, კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ღვაწლსა და ამაგზე, რომელიც პედაგოგებს აქვთ ამ სკოლის წინაშე. ამჟამად, 2022 წლის 11 აპრილს, ვარსკვლავი გაუხსნეს ახლახანს გარდაცვლილ - ალექსანდრე კახაძეს (სპორტისა ) და ნაილი ჩიხლაძეს (დაწყებითი) პედაგოგებს. მოწვეულ იქნა პედაგოგების ოჯახი და მათთან ერთად ჩვენმა პედაგოგებმაც გაიხსენეს, მოიგონეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

მოსწავლეებმა დაამზადეს ბროშურა, სადაც ქართველ სახელოვან მწერალთა შესახებ ცნობები დაიტანეს

დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება