სიახლეები
სიახლეები

„წლიური ნიშნის გამოყვანა მასწავლებლებისთვის პრობლემური გახდა“-  სახალხო დამცველი
28-04-2022
-
+


სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელიც პანდემიამ შექმნა საგანმანათლებლო სივრცეში. უფრო კონკრეტულად კი ნინო ლომჯარია ხაზს უსვამს ნიშნის დაწერასთან დაკაშირებულ სირთულებს, თუმცა ონლაინ-სწავლების დადებით მხარეებსაც ასახელებს.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა პედაგოგებსაც. მათი განცხადებით, მათ, სულ მცირე, ორჯერ მეტი დროისა და ძალისხმევის ჩადება უწევდათ თითოეული გაკვეთილისთვის მოსამზადებლად. ამასთანავე, საგაკვეთილო პროცესის დისტანციურ ფორმატში წარმართვის გამო მათთვის რთული იყო მოსწავლეების ცოდნის ობიექტურად გაზომვა და შეფასება.

ნიშნის დაწერისა და წლიური შეფასების გამოყვანის პროცესი პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანწილად პრობლემური გახდა, რადგან ფიზიკური და ონლაინ ჟურნალების მონაცემებს შორის მნიშვნელოვანი აცდენები გამოიკვეთა. საბოლოო ჯამში, საერთო გადაწყვეტილებით, შეფასების დაწერისას ფიზიკურ ჟურნალში არსებულ მონაცემებს მიენიჭა პრიორიტეტი. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, კვლევის პროცესში გამოიკვეთა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის რეჟიმის დადებითი ეფექტი,როგორც ბავშვებთან და მშობლებთან, ისე მასწავლებლებთან  მიმართებით. გამოვლენილი შედეგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:

საგაკვეთილო პროცესში ცალკეული ბავშვების უკეთ ჩართვა - მიუხედავად იმისა, რომ კვლევისას პრობლემურად გამოიკვეთა საგაკვეთილო პროცესში არასრულწლოვნების აქტიური მონაწილეობა და ეფექტიანი ჩართულობა, ცალკეულ მოსწავლეებთან მიმართებით, სწავლების დი სტანციური მეთოდების გამოყენე-ბას დადებითი შედეგი მოჰყვა. კერძოდ, დისტანციური სწავლების რეგულაციებმა ხელი შეუწყო ისეთ სოფლებში მცხოვრები ბავშვების მონაწილეობას, რომელთა საცხოვრებელი ადგილიც სკოლისგან მოშორებით მდებარეობდა და ამინდის გაუარესების მიზეზებით ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ სკოლაში მისვლასა და საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას.

საგანმანათლებლო პროცესში მშობლების აქტიური ჩართვა დისტანციური სწავლების პროცესში მშობლების ჩართულობის კუთხით არსებული დაბრკოლებები ცხადად გამოჩნდა. ნათელი გახდა, რომ ცალკეულ მათგანს ნაკლებად ჰქონდა უნარები ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში დასახმარებლად.მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობლების ან/და ოჯახის წევრების როლი საგანმანათლებლო პროცესში ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერის მიმართულებით, რამაც, მათი მხრიდან, დამატებითი დროითი რესურსი და შრომა მოითხოვა.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა და CRIA-სპროცესში აღმოჩენილი სხვა პრობლემური საკითხებისა, კვლევაში მონაწილე მასწავლებელთა ნაწილმა მიუთითა, რომ ძირითად შემთხვევებში, სწავლების დისტანციურ მოდელზე გადასვლამ საგანმანათლებლო პროცესში მშობლების ჩართულობის ხარისხი აამაღლა. მეტიც, მშობლებმა უკეთ დაინახეს ბავშვების საჭიროებები, მათი შესაძლებლობები (განსაკუთრებით სსსმ ბავშვების შემთხვევაში), თავიანთი შვილების სასწავლო პროცესში ჩართვის მნიშვნელობა და დახვეწეს საკუთარი უნარებიც.

საგანმანათლებლო პროცესებში მშობელთა აქტიური ჩართვის პარალელურად, მშობლებსა და სკოლებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის კომპონენტი გაძლიერდა. ტექნიკასთან და ინტერნეტთან დაკავშირებული უნარების გაუმჯობესება-დისტანციურმა სწავლებამ ხელი შეუწყო მასწავლებლებს, მნიშვნელოვნად დაეხვეწათ ტექნიკასთან და ინტერნეტთან დაკავშირებული უნარები და ამ მიმართულებით აქტიურად ემუშავათ საკუთარ თავზე.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება