| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

17 აპრილს, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებისთვის, სასკოლო პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ ფარგლებში, ინგლისურის ენის მასწავლებლებმა - ეკა სეფიაშვილმა და ნაირა უთრუთაშვილმა გასვლითი ტური მოაწყვეს.
ტური მოიცავდა მოიცავდა „არწივის ხეობის“ დალაშქვრას და საკემპინგე ლოკაციაზე ვიზიტს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნების ძეგლის გაცნობა- გაფრთხილება.
მოსწავლეებმა მოისმინეს სემინარი ხეობის ბიომრავალფეროვნებაზე და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ტური შედგა მშობლებთან ერთად, სწორედ მათი ხელშეწყობით განხორციელდა პროექტის მიზნები. მაშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კლასის დამრიგებლებიც. დალი ბენაშვილი და ნანა წიკლაური ახლდნენ ტურის ორგანიზატორ მასწავლებლებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ