სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
29-04-2022
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ ფარგლებში, თემაზე - „მათემატიკა ჩვენს ირგვლივ“ პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა. 

პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს ტექნოლოგიები. მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამა Power-point-ში საინტერესო მასალები  (ბუნების სიმეტრია და სივრცული ფიგურები მათემატიკაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში, ფიზიკასა და ქიმიაში, ლიტერატურაში) წარმოადგინეს. მიმართეს პროგრამას - Minecraft Education Edition, სადაც შექმნეს საკუთარი პროექტები საზაფხულო კოტეჯებისა და სიმეტრიული შენობების შესახებ.

მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა გამოიყენეს პროგრამა - sweet home 3d, სადაც შექმნეს საზაფხულო კოტეჯის 3D მოდელი ელიის მთასა და ხორნაბუჯის ციხეზე, ასევე წარმოადგინეს ფორმატზე შესრულებული კოტეჯის ნახატი.

პროექტს მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ბოსტაშვილი ხელმძღვანელობდა. პროექტში მონაწილეობდნენ:

მე-10ბ კლასის მოსწავლეები: ნატალი მეხრიშვილი და ლუკა ცისკარაული, გიორგი ვაირადიანი, მილენა კასიანოვი და ნატალი მაზანაშვილი.

7ბ კლასის მოსწავლეები: სალომე ლაპიაშვილი, ნინი პაპუაშვილი, მარიამ ქადაგიშვილი და სალომე ნატროშვილი, მარიამ ბოსტაშვილი, ანანო ყაჭაშვილი, ქეთევან ზურაშვილი და ანელი ნარუსლიშვილი.

„მოსწავლეებმა საკუთარი პროექტები სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის საშუალებით საინტერესოდ წარმოადგინეს, ისაუბრეს მათემატიკის მნიშვნელობასა და მსოფლიოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლის შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება