სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვებში ახალი ვირუსი გავრცელდა - აქვს თუ არა მას კავშირი კოვიდთან
29-04-2022
-
+


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ჰეპატიტის უცნობი შტამი გამოვლინდა 11 ქვეყანაში - 170 ბავშვში. როგორც ექსპერტები აცხადებენ, დაავადება არ იყო გამოწვეული A, B, C, D და E ჰეპატიტით, ვირუსებით, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს მსგავს პრობლემებს.

ესპანეთს ჰქონდა შემდეგი ყველაზე მეტი შემთხვევა — 13. შემდეგ მოდის ისრაელი 12 შემთხვევით და აშშ - 9-ით. შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა დანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, რუმინეთში და ბელგიაში.

დაავადება შეეხო ერთი თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს. შემთხვევების უმეტესობა კი იყო 10 წლამდე ასაკში. სანამ ბავშვებს მძიმე ჰეპატიტის ნიშნები გამოუვლინდებოდათ, აღენიშნებოდათ შემდეგი სიმპტომები: სიყვითლე, დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი. მარია ბუტი, პათოლოგი ბარსელონაში და ღვიძლის შესწავლის ევროპული ასოციაციის თავმჯდომარე (EASL), ამბობს, რომ „მთავარი შემაშფოთებელია“ შტამის სიმძიმე - 10%-ს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

„ჩვენ ჯერ არ ვიცი დაავადების მიზეზი, შესაბამისად ვერც გავრცელებას ვაკონტროლებთ და მკურნალობაც რთულია“, - აღნიშნა მუგკოუმ.

ეჭვი აქვთ ადენოვირუსებზე, რომლებიც იწვევს სხვადასხვა დაავადებას და კიდევ ერთი ვერსიით -  მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებმაც „ფორმირების ეტაპები“ გაიარეს COVID-ის რეგულაციების ფონზე, როგორიცაა ჩაკეტვა და ნიღბის ტარება ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვერ განუვითარდათ იმუნიტეტი ამ ადენოვირუსების მიმართ.

უცნობი შტამის გაჩენის სხვა მიზეზები შეიძლება იყოს დაკავშირებული ადენოვირუსისა და COVID-ის კომბინაციასთან, ან პოსტკოვიდთან. დაფიქსირებული 169 შემთხვევიდან 19 ჰქონდა როგორც კოვიდი, ასევე ადენოვირუსი, ხოლო 20-ს მხოლოდ კოვიდი.

ყველა ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე გამოკვლევებს მეტი დრო სჭირდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება