| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უქმდება თუ არა ჰიბრიდული სწავლება? - აღნიშნული კითხვით ბოლო დროს საკმაოდ ბევრი მოსწავლე თუ მასწავლებელი მოგვმართავს, ამიტომაც გადავწყვიტეთ საკითხი კიდევ ერთხელ დაგვეზუსტებინა, მით უმეტეს, როგორც შეგვატყობინეს, საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ეუბნებიან - დისტანციურის არჩევის შესაძლებლობა აღარ გექნებათ, ამიტომ დასწრებით ფორმატზე სასწრაფოდ უნდა დარეგისტრირდეთო.
ონლაინ სწავლების შესაძლებლობა მოსწავლეებმა პანდემიის პირობებში მიიღეს. უკვე ორი წელია რაც მოსწავლეებსაც და მაღალი რისკჯგუფის მქონე პედაგოგებსაც უფლება აქვთ დისტანციური მოდელი აირჩიონ და ისე დაესწრონ ან ჩაატარონ გაკვეთილები. იმის გამო, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი, უქმდება თუ არა ონლაინ სწავლების არჩევის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის?!
აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლებლობა კანონით არის განსაზღვრული და ონლაინ სწავლების არჩევის გაუქმების შემთხვევაში ცვლილება მთავრობამ უნდა მიიღოს. შეიცვლება თუ არა და როდის შეიცვლება ეს ეს გდაწყვეტილება უცნობია; ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლას არ აქვს უფლება, ინდივიდუალურად აუკრძალოს მოსწავლეებს ონლაინ ფორმატის არჩევა.
ჰიბრიდულ სწავლებასთან დაკავშირებით განმარტება თავის მხრივ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა გააკეთა.
„ჯერ პანდემია არსად წასულა, იმ ბავშვებსა და მასწავლებლებს, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, თუმცა რა წამსაც დავინახავთ, რომ პანდემია აღარ არსებობს, მერწმუნეთ, იმწამსვე, სრული რესურსით დაბრუნდებიან ბავშვები საკლასო ოთხებში“.
ცვლილებების შეტანამდე კი შეგახსნებთ, ყოველი კვირის ხუთშაბათს, 00:00 საათიდან 18:00 საათამდე, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დარეგისტრირდნენ ან გააუქმონ რეგისტრაცია ონლაინ სწავლებაზე, მისამართზე: https://online.emis.ge
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა