სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა​ დედაენის დღე კვირეულის ფარგლებში აღნიშნეს
21-04-2022
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის Iკლასის მოსწავლეებმა 14 აპრილი, დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

პატარებმა მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული შემეცნებითად დატვირთული აქტივობების ფონზე გაატარეს. ქართული ენის დღეს მიუძღვნეს: გაკვეთილი კლასის საათი, კონკურსი კალიგრაფიაში და დახატეს კალიგრაფიის საუკეთესო ნიმუშები.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„თქვენი მომავალი იყოს ნათელი, წარმატებული და სავსე იმ ბედნიერი მოგონებებით“ - ჯვარის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება