TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებმა სადიაგნოსტო წერა სემესტრის ბოლომდე უნდა ჩატარონ
26-04-2022
-
+


დიაგნოსტიკური შეფასება არის მოსწავლეთა მიღწევების აღწერა და საჭიროებების დადგენა, ასევე ხდება პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგების შესწავლა -  როგორც ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტი etaloni.ge-სთან განმარტავს, დიაგნოსტიკური შეფასებისთვის მასწავლებლებს ვადა სემესტრის ბოლომდე აქვთ.ხოლო, შეფასების ანალიზის დაწერისთვის ელექტრონულ ჟურნალში ახალი გრაფა გაჩნდება. 

მათივე განმარტებით, დიაგნოსტიკური შეფასებისთვის შემუშავდა მზა დავალებები, რომელსაც სკოლები მიიღებენ. ამასთან, აღსანიშნავია, ისიც რომ დავალების შესრულება შესაძლებელი იქნება იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც ონლაინ სწავლებაზე არიან. 

„ეს არ არის არც ტესტირება, არც გამოცდა, ასევე არ ახდენს გავლენას სემესტრულ ნიშანზე. ეს არის დიაგნოსტიკური შეფასება. ჩატარდება ყველა საჯარო სკოლაში: IV-IX კლასებში. შეფასებას ჩაატარებენ მასწავლებლები. ეს არის კომპლექსური ბუნების დავალება და არა ტესტი.
ნებისმიერი დავალება მოიცავს რამდენიმე საკვანძო ელემენტს: ა) დავალების კონცეპტუალური ჩარჩო, რაც გულისხმობს რა მიზანს ემსახურება დავალება, რა შედეგებზე გადის მოსწავლე. ბ) დავალების პირობა და ინსტრუქცია გ)შეფასების რუბრიკა რადგან დიაგნოსტიკური შეფასების მიზანი არის დავინახოთ მოსწავლის ცოდნის რეალური და დიფერენცირებული სურათი, თავისი წარმატებული და სამუშაო მიმართულებების გავლით, ამიტომ სამინისტრომ ექსპერტებისა და პედაგოგების ჩართულობით შეიმუშავა დავალებები, რომელიც გადაეგზავნება სკოლებს. ამ დავალებების განხორციელების დეტალებს სკოლა ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

რადგან აქტივობას თავად სკოლა აორგანიზებს, მას შეუძლია შესაბამისად ონლაინზე მყოფი ყველა მოსწავლეც შეაფასოს. ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის გასწვრივ გაჩნდება ახალი გრაფა, სადაც პედაგოგს შეეძლება მიღებული შეფასების დაწერა", - განგვიცხადეს სამინისტროში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება