სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორია ეფექტური უკუკავშირი? - წესები, რომლებიც უკუკავშირის გაცემისას უნდა გაითვალისწინოთ
12-06-2022
-
+


მასწავლებლის მხრიდან ეფექტური უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ სწავლის გასაუმჯობესებლად.

რა არის უკუკავშირი?

უკუკავშირის დროს მასწავლებელი ცდილობს დაეხმაროს მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში, თუ რა სირთულეებს ხვდება იგი სასწავლო მიზნის მიღწევისას და აწვდის ისეთ გამოხმაურებას, რომელიც ბავშვს სირთულეების დაძლევაში დაეხმარება.

უკუკავშირი ეხმარება ადამიანს საკუთარი თავის სწორად შეფასებაში, არასასურველი ქცევის ან კომუნიკაციის სტილის შეცვლასა და შესაბამისად, მიზნის მიღწევაში.

როგორია ეფექტური უკუკავშირი?

მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, გაიგონ, თუ რას აკეთებენ კარგად და რას სჭირდება გაუმჯობესება. ეს მათი განვითარებისთვის აუცილებელია.

უკუკავშირის გაცემის წესები:

  • აღწერე და არ განსაჯო;
  • თავდაპირველად აღნიშნე ძლიერ მხარეები, შემდეგ - გასაუმჯობესებელი;
  • გაეცი კონკრეტული უკუკავშირი;
  • ილაპარაკე მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან;
  • დაიცავი კონფიდენციალობა;
  • ურჩიე და არ აიძულო;
  • სხვების თვალით შეხედე პრობლემას;
  • გაეცი გამოსადეგი უკუკავშირი;
  • მიაწოდე უკუკავშირი რაც შეიძლება მალე.

ეფექტურია უკუკავშირი თუ მასწავლებელიმოსწავლის ყურადღებას მიმართავს სასწავლო მიზნებისკენ, მისი ძლიერი მხარეებისკენ და სთავაზობს კონკრეტულ რჩევებს, აწვდის ინფორმაციას სწავლის გასაუმჯობესებლად.

მნიშვნელოვანია, რომ უკუკავშირი მოხდეს დროულად, რათა მოსწავლემ მალევე გაითვალისწინოს რეკომენდაციები. დაგვიანებული უკუკავშირი ნაკლებად ეფექტურია და არ აქვს ის შედეგი, რაც დროულ უკუკავშირს მოჰყვებოდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება