| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მალე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვიზეიმებთ და ამ დღისთვის, ყოველ წელს განსაკუთრებით ვემზადებით. სააღდგომოდ, ყველა ცდილობს სახლში მომზადებული კერძებით შეხვდეს.
პასკის გამოცხობას უმრავლესობა ვერ ბედავს და ყიდვას ამჯობინებს. თუმცა გირჩევთ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა აუცილებლად სცადოთ.
პასკისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
რძე - 250 მლ
შაქარი - 150 გ
კვერცხის გული - 5
ფქვილი - 650-700
კარაქი - 200 გ
საფუარი - 10 გ
ქიშმიში და ცუკატები - 50 გ~
1 ლიმონის ცედრა
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი - გემოვნებით
მომზადების წესი და თანმიმდევრობა კი ასეთია:
თბილ რძეს დაამატეთ საფუარი, 200 გ ფქვილი და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხის გული, სუნელები, ვანილი, ცედრა და შაქარი, ამ მასას შეაზილეთ დარბილებული კარაქიც. მიღებულ მასას დაუმატეთ საფუარიანი მასა, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დატოვეთ ამოფუებამდე. ამის შემდეგ შეურიეთ ქიშმიში და ცუკატები.
ცომი უნდა გადაიტანოთ ცხიმწასმულ ფორმებში და კიდევ დატოვეთ ასაფუებლად. კარგად ამოფუების შემდეგ კი გამოაცხოთ 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
სულ ეს არის და სადღესასწაულო პასკაც მზადაა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა