TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წამყვანისა და მენტორის გამოცდაზე 12 500 -ზე მეტი აპლიკანტი დაეგისტრირდა
18-04-2022
-
+


2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ასევე, მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა - უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა - წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.

2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევდა საგნის გამოცდას.

საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ იყო შეზღუდული, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება კი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს ჰქონდა. 

წელს პირველად არაქართულენოვან მასწავლებლებს მიეცათ საშუალება,   ჩაებარებინათ მშობლიური ენის გამოცდა. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის სომხური და  აზერბაიჯანული ენების ტესტები მომზადდა. მათი რეგისტრაციის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • სომხური ენა - 470-მდე მასწავლებელი;
  • აზერბაიჯანული ენა - 380-მდე მასწავლებელი.

დეტალური ინფორმაცია გამოცდების შესახებ, ასევე  საგამოცდო პროგრამები, ტესტების ნიმუშები და დამხმარე კრებულები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ასევე იხილეთ: ცნობილია, რომელ საგანში იქნება ყველაზე დიდი კონკურენცია  - ეროვნული გამოცდები 2022 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება