TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ნინოწმინდის „ეტალონში“ განსაკუთრებული აქტივობით არაქართულენოვანი სკოლები გამოირჩეოდნენ“
12-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ნინოწმინდის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“
ტიტულს დაეუფლა ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ჯემმა სეირანიანი.

იგი აღნიშნავს, რომ პროექტში მონაწილეობამ თავდაჯერებულობა შემატა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. „ეტალონმა“ ახალი ცოდნა და გამოცდილება მომცა, თავდაჯერებულობა შემმატა. მადლობა პროექტს“.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი მადლობას უხდის „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს ეროვნული საქმის მსახურებისთვის და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს:

„მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს საქვეყნო საქმის მსახურებისა და ჩვენს ახალგაზრდებში განათლების წახალისებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და მის მონაწილეებს, ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ კი - გამარჯვებას პროექტის ფინალში“.

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი „ეტალონის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და პროექტის მონაწილეებს წარმატებებს უსურვებს:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. სასიხარულოა, რომ მასში მოსწავლეები მაღალი აქტივობით ერთვებიან. დიდი მადლობა ინტელექტ-ჩემპიონატს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონის“ მონაწილეებს“.

ნინოწმინდის რესურსცენტრის უფროსი დავით ზედგინიძე აღნიშნავს, რომ პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და ეთნოსის მოსწავლეების ინტეგრაცას უწყობს ხელს:

„მთელს საქართველოს მივესალმები ნინოწმინდიდან და მივულოცავ ისეთ ეროვნულ პროექტს, როგორიც „ეტალონია“. დღეს ჩვენს ბავშვებს თავიანთი ნიჭის გამოვლენის საშუალება მიეცათ. ძალიან მიხარია, რომ განსაკუთრებული აქტივობით არაქართულენოვანი სკოლები გამოირჩეოდნენ. ისინი მშობლიურ ენაზე იღებენ განათლებას, „ეტალონში“ კი თავიანთი ცოდნა სახელმწიფო ენაზე წარმოაჩინეს და საუკეთესო შედეგებზეც გავიდნენ. მადლობა პროექტს განათლების წახალისებისა და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისა და ეთნოსის ინტეგრაციისთვის“.

ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლის დირექტორი არტიუშ სტამბოლციანი „ნინოწმინდის ეტალონ მოსწავლეს“ წარჩინებულ და მოწესრიგებულ მოსწავლედ ახასიათებს:

„ჯემმა სეირანიანი ჩვენი სკოლის ერთერთი საუკეთესო მოსწავლეა, კარგად ფლობს სახელმწიფო ენას, მოწესრიგებული და ყოველმხრივ განვითარებული გოგონაა. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. რაც შეეხება, პროექტ „ეტალონს“, იგი მოსწავლეებს უფრო მეტად განვითარების საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომ ინტელქტ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის.“

„ნინოწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ჯემმა სეირანიანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება