TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლის კარიერულ წინსვლას მინისტრის ინდივიდუალური ბრძანებაც განაპირობებს პროფესიაში დამსახურებათა გათვალისწინებით“
15-05-2022
-
+


მასწავლებლებისთვის კარიერული წინსვლის გამოცდები ზაფხულში ჩატარდება, თუმცა შესაძლებელია წინსვლა ტესტირების გარეშეც. განათლების სამინისტროს ექსპერტი, როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელი მაღალ საფეხურზე გადავიდეს კომპეტენციის დადასტურების გარეშე:

„მასწავლებლის კარიერულ წინსვლას მინისტრის ინდივიდუალური ბრძანებაც განაპირობებს პროფესიაში დამსახურებათა გათვალისწინებით;

ჩემმა სკოლამ სხვა სკოლის დირექტორის რჩევით იმ დროს წარადგინა ჩემი კანდიდატურა, როცა არ არსებობდა გამოცდა წამყვანობისა და მენტორობისთვის მე არ მცვლის სტატუსი, მე თავად ვცვლი ჩემს პრაქტიკას უკეთესობისკენ/უარესობისკენ, ან ვრჩები იქვე, სადაც ვიყავი ადრე. სამწუხაროდ, რესურსცენტრს დაავიწყდა (თუ დაივიწყეს, არ ვიცი) იმ დროს ჩემი დოკუმენტაციის გადაგზავნა სამინისტროში და 8 აპრილს გავიგე ჩემი მენტორობის ამბავი.

დოკუმენტაციის წარდგენის მერე ინტერვიუ ჩაიწერა ჩემთან სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, გამოიკითხნენ სკოლის თანამშრომლები, დირექტორი, მოსწავლეები.

რა მაქვს ნაკეთები - ეს არის ყველაზე მთავარი. ვარ ასზე მეტი საგანმანათლებლო სტატიის ავტორი (ჩემი სტატიების ნაწილი თარგმნილია უცხოურ ენებზე, პროფესიულ განათლებაზე დაწერილი სტატია ნომინირებული იყო ევროკავშირის დონეზეც), ასევე, ჩემი ავტორ-რედაქტორობითაა საკვირაო სკოლების გზამკვლევი, მცირე პროფესიული ლექსიკონი შედგენილი, ათეულობით მოსწავლე და სტუდენტი მყავს გაგზავნი საზღვარს გარეთ და შიგნით შემეცნებით ტურებში, მხარს ვუჭერდი სოციალურად შეჭირვებულ თუ შეუჭირვებელ ახალგაზრდებს მცირე სტიპენდიებით, დღის ცენტრებსა და სოციალურ სახლებს მეგობრებთან ერთად ვეხმარებოდი, ვარ ორასზე მეტი წიგნის რედაქტორი და თანარედაქტორი.

არაფერ შუაშია ჩემი ესგ-ს ექსპერტობა, ეს ჩემი სამსახურია.

მაქვს უამრავი კოლეგისთვის, სკოლებისთვის პრაქტიკა გაზიარებული, დავხმარებივარ სხვადასხვა საქმიანობაში კოლეგებს, გეოგრაფიის მიუხედავად.

ჩემი საყვარელი სფეროა ეკოლოგია. ამის გამო ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც მხოლოდ ლიცენზიაში 3 მლნ ჰქონდა გადახდილი და წესების დარღვევით რეწავდა ტყეს, „ვაჯობე“ და გავუშვი ჩემი სოფლის წაბლნარიდან (1100 ჰექტარი წაბლნარის დაცვაზეა ლაპარაკი). სხვათშორის, ერთ-ერთი შეკითხვა იყო ეკოლოგიაზე და ესეც ვთქვი, სხვა კონკრეტული მაგალითების გარდა.

სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისთვის ყოველთვის ვცდილობდი რაღაცას რაიონში პირველი იყო ჩემი პატარა სკოლა, რომლის ყველა მოსწავლე ფლობდა კომპიუტერთან მუშაობის უნარებს 2008 წლიდან. საჩუქრად გადმომცა მეგობარმა იმ წელს 12 პერსონალური კომპიუტერი, კიდევ პიანინო და აღარ ჩამოვთვლი, რამდენი რამ...

აქ ჩატარებული ვებინარები არც გამხსენებია, რადგან თქვენი მხარდაჭერა ჩემი ბედნიერების ზენიტია, მაგრამ უფრო მეტად ვარ ბედნიერი, როცა ყოჩაღ ბავშვებს მივყვები მეგზურად.

ჩემი ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდეც და დღეის მერეც დაიხარჯება ბავშვების მხარდასაჭერად (ივნისის ბოლომდე უნდა დავაფინანსო სამი ექსკურსია სამეგრელოსკენ, თბილისსა და სვანეთში), იმედია, ამას მაინც ჩამითვლიან სკეპტიკოსები ჩვეულებრივ ჟესტად, რადგან კარიერულად მეტი აღარაფერი არსებობს პ.ს. ვფიქრობ, სადოქტოროზეც „მოვცდე“ და არ გავჩერდე მაგისტრის აკადემიურ ხარისხზე, მაგრამ ასე რატომ ვფიქრობ, უკვე არ ვიცი

პ.ს. ვისაც კარიერული წინსვლა გნებავთ, გაგმართლებოდეთ. ამას კი ვიტყვი თამამად, სისტემა არ დაგიკარგავთ არცერთ მიღწევას. ისე, მაინც, ჩემთვის მასწავლებლობა უფრო სულიერი კრედიტებია, ვიდრე ხელფასი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება