TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რის მიხედვით აფასებს მასწავლებელს დამკვირვებელი? - 6 კრიტერიუმი
26-04-2022
-
+


მასწავლებლებისთვის შიდა და გარე შეფასება პროფესიული და კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გაკვეთილებზე დაკვირვება სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია როგორც თავად პედაგოგისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, რადგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე მასწავლებელი უნდა შეეცადოს, რომ კიდევ უფრო დახვეწოს პროფესიული უნარ-ჩვევები.

გაკვეთილზე დაკვირვების მიზანია მასწავლებლის სწავლებისა და შეფასების პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. კონკრეტულად რის მიხედვით აფასებს პედაგოგს დამკვირვებელი?

გაკვეთილის დაგეგმვა: დაგეგმილი აქვს თუ არა მასწავლებელს გაკვეთილი? აქვს შემუშვებული გაკვეთილის მიზანი, მოსალოდნელი შედეგები, სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები? მომზადებული აქვს გაკვეთილისთვის საჭირო სასწავლო რესურსები?

გარემო საკლასო ოთახში: როგორ არის ორგანიზებული საკლასო გარემო? მოწესრიგებულია საკლასო ოთახი? როგორ არის მერხები განლაგებული? რა თვალსაჩინოებებია გამოყენებული? რა სასწავლო რესურსებს იყენებს მასწავლებელი? საკლასო გარემოს რომელი ელემენტები მიანიშნებს, რომ საკლასო ოთახში მიმდინარეობს სწავლა-სწავლების აქტიური პროცესი? შეესაბამება თუ არა საკლასო გარემო და რესურსები გაკვეთილის მიზანს?

სოციალური და ფსიქოლოგიური გარემო საკლასო ოთახში: მასწავლებელი პატივისცემით ეპყრობა მოსწავლეებს? როგორი მოლოდინები აქვს მასწავლებელს მოსწავლეების მიმართ? მოსწავლეები თამამად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს?

მოსწავლეების ჩართულობა: აინტერესებთ მოსწავლეებს გაკვეთილის თემა? ყველა მოსწავლე მონაწილეობს საგაკვეთილო პროცესში? ახერხებს მასწავლებელი მოსწავლეების მიმართ ინდივიდუალური ყურადღების გამოჩენას? იყენებს მასწავლებელი მრავალფეროვან სტრატეგიებს მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად?

კლასის მართვა: არის კლასში სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო? შეინიშნება კლასში შეთანხმებული ქცევის წესების არსებობა? ახერხებენ მოსწავლეები წესების დაცვას? ახერხებს მასწავლებელი მოსწავლეების არასასურველი ქცევის პრევენციას ან დროულად აღმოფხვრას?

სწავლება და შეფასება: იყენებს მასწავლებელი გაკვეთილის მიზანთან შესაბამის აქტივობებს? ითვალისწინებს მასწავლებელი მოსწავლეების საჭიროებებსა და მზაობას? აფასებს მასწავლებელი მოსწავლეების მიერ სასწავლო მასალის ათვისებას? ხელს უწყობს მასწავლებელი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას მოსწავლეებში?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება