სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 საჯარო სკოლის ეზოში საქართველოს ველური ბუნებისთვის დამახასიათებელი მცენარეები დაირგო
13-04-2022
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლა პროექტში - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისთვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლის ეზოებში“ არის ჩართული. 

სკოლა, თბილისში, კონკურსის წესით პროექტისთვის შერჩეულ ხუთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ირიცხება. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ბუნების კონსერვაცია საქართველო" პროექტის -  „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების მოდელის შექმნა“ გათვალისწინებული, პრაქტიკული კურსის მეოთხე ეტაპი წარმატებით წარიმართა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები წარმატებით განხორციელდა.

სკოლის ეზოში, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, დაირგო საქართველოს ველური ბუნებისთვის დამახასიათებელი მცენარეები: ჩიტავაშლა, კოლხური ბზა, ბაძგი, ცაცხვი, კოწახური, ძახველი, უთხოვარი და ა.შ. გამწვანებაში გამოყენებული მცენარეთა სახეობების უმეტესობა გამოირჩევა ნაყოფით, რომელიც ფრინველებისთვის ვარგისია ან ცხოველებისთვის ხელსაყრელ თავშესაფარ/საბუდარ ადგილს წარმოადგენს.

განთავსდა ჩიტის ბუდეები, საკვებურები, სახლი ციყვებისთვის და მწერების სასტუმრო.

„აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას, მათ გარშემო მცხოვრები, ხშირად, შეუმჩნეველი არსებების მიმართ, რომლებიც ურბანულ გარემოში განსაკუთრებით მოწყვლადები არიან.

ნერგები მოძიებულია ადგილობრივ მეწარმეთა სანერგეებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). პროექტს ატარებს „ბუნების კონსერვაცია საქართველო“.

მადლობა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, ნატო ინდუაშვილს, პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება