სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ახალქალაქში „ეტალონის“ შერჩეული კანდიდატები მეორე ტურისთვის ემზადებიან
09-03-2018
-
+


ახალქალაქის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი:

„ეს პროექტი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე სტატისტიკაც კარგად მეტყველებს - ყოველწლიურად იზრდება „ეტალონში“ ჩართული სკოლების, მოსწავლეების რაოდენობა. მეორე ტურში გადასული მონაწილეები ძალიან მოდომებულები არიან და ელოდებიან ღონისძიების დღეს, როდესაც „ახალქალაქის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება. მნიშვნელოვანია ასევე პროექტი Etaloni.ge, რომელშიც სკოლები მაღალი აქტივობით ჩაერთნენ. საიტზე მოსწავლეები ეცნობიან თავიანთ შედეგებს, სკოლებში განხორციელებულ აქტივობებს, ეს არის დამატებითი მოტივაცია როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. „ეტალონი“ მოსწავლეთა ინტეგრაციის თვალსაზრისით, ძალიან საჭირო ღონისძიებაა ჩვენი რეგიონისთვის.“

ზაკის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდუი მკრტჩიანი:

„მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალური იყო. ბავშვებმა თავიანთი ცოდნა შეამოწმეს, შესაძლებლობები გამოსცადეს და ძალიან კმაყოფილები არიან. ეს პროექტი აუცილებელია მოსწავლეებისთვის. ისინი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან „ეტალონში“ მონაწილეობას.“

ზაკის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ცაულინა მალაზონია:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში ძალიან ბევრი მოსწავლე ჩაერთო. რაც შეეხება შედეგებს, საშუალოზე მაღალია. ბარიერი ნახევარზე მეტმა გადალახა. ჩვენი სკოლიდან 90 ქულით ერთი მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, რადგან მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. იშვიათია საგანამანათლებლო  პროექტი, რომელშიც მოსწავლეები ასეთი მაღალი აქტივობით არიან ჩართულები.“

დილისკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიანი:

„ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ, ობიექტურად და წესების დაცვით. ბავშვებს ძალიან უხარიათ ამ პროექტში მონაწილეობა, შედეგებითაც კმაყოფილები არიან.“

დილისკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი იამზე მსხვილიძე:

„ჩვენი სკოლიდან „ეტალონის“ შესარჩევ ტურში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, ის ასკობრივი ჯგუფები, რომლებსაც პროექტი ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ბავშვები ძალიან აქტიურები იყვნენ. სამი მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. მინდა ვთქვა, რომ ტესტები კარგად იყო შედგენილი. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს პროექტი. ინტელექტ-შეჯიბრი მათ საშუალებას აძლევს, რომ უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ, თავიანთი შესაძლებლობები გამოსცადონ.“

ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტრი და „ეტალონის“ პედაგოგი ანზორ მიქელაძე:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო და სახალისო პროექტია - მნივნელოვანია სკოლებისთვის, პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის. რაც შეეხება ტესტირებას, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩაიარა. შედეგებითაც კმაყოფილები ვართ. მონაწილეთა ნახევარზე მეტმა შეძლო ბარიერის გადალახვა, მეორე ტურში ერთი  მოსწავლე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ „ეტალონთან“ თანამშრომლობის ძალიან პოზიტიური გამოცდილება გვაქვს.“

კიროვაკანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია ვახტანგიშვილი:

„დაინტერესება ძალიან მაღალი იყო, ყველა მოსწავლე ჩაერთო  „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩავატარეთ ტესტირება, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს, შეაფასეს თავიანთი ცოდნა. აღნსანიშნავია, რომ ბავშვები უფრო მოტივირებულები არინ. ძალიან მოსწონთ ამ ტიპის შეჯიბრები, კმაყოფილები ვართ როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები.“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

განცხადებების მიღება 14 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი - იხილეთ დეტალური ინფორმაცია

„მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - თანხის გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეგეძლებათ

მასწავლებელთა გამოცდებზე პირველადი რეგისტრაცია დასრულებულია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტებმა გაითვალისწინონ 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მათი ნამუშევრები ასახავს ქართული ანბანის სილამაზეს, სისუფთავესა და უნიკალურობას

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება