TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

20 ტერმინი, რომელიც საგამოცდოდ მასწავლებელმა უნდა იცოდეს - კიბერცნობიერების ლექსიკონი
13-04-2022
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლებისთვის გამოცდა 2022 წლის ზაფხულში პირველად ჩატარდება. წინასაგამოცდო ტესტირება პედაგოგებს უკვე ჩაუტარდათ. პრეტესტის მონაწილე მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ ტესტში იყო ისეთი კითხვებიც, რომელიც კიბერცნობიერებას ეხებოდა.

etaloni.ge გთავაზობთ კიბერცნობიერების ტერმინოლოგიის ლექსიკონიდან 20 მნიშვნელოვან ტერმინსა და მის განმარტებას:

  1. ბაისტენდერი - სკოლაში, ონლაინსივრცეში, ან სხვა ადგილას დევნის მომსწრე ან მოწმე. ეს შეიძლება იყოს დაზარალებულის ან აგრესორის მეგობარი, თანაკლასელი, პედაგოგი ან სხვა პირი. ბაისტენდერი მომსწრეა დაშინების ფაქტის, რომელიც მოხდა სკოლის შიგნით, გა­რეთ ან ონლაინსივრცეში.
  2. ბოტი - ავტონომიური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ადამიანის თვისებების იმიტაციას აკეთებს; იგი იყენებს ინსტრუმენტებს, რომელიც გასცემს ავტომატურ პა­სუხებს სტანდარტიზებული და განმეორებითი ფორმით. ბოტის გამოყენება ძირითადად ხდება ონლაინრეჟიმში კითხვებზე საპასუხოდ.
  3. ბული - პირი, რომელიც ახორციელებს ბულინგს, დაშინებას ან დამცირებას.
  4. ბულინგი - მტრული და დამამცირებელი მოპყრობა, რომელსაც ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ახორციელებს მეორე ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე; შეიძლება იყოს რო­გორც სექსუალური ხასიათის, ასევე მორალური, ფიზიკური ან სხვა ტიპის ზეწოლა.
  5. გეიმერი - პირი, რომელიც დროს ატარებს ვიდეოთამაშების სამყაროში და მეტწილად მონაწილეობს ქსელურ თამაშებში; განვითარებული აქვს მისიების დასახურად განკუთვნილი უნარ-ჩვევები, ერკვევა მათი შესრულების თავისებურებებსა და ხრიკებში; ხშირად აღნიშნული სფეროს ექსპერტია.
  6. გრუმინგი - მოზარდის ან არასრულწლოვნის დაყოლიება სექსუალურ ქმედებაზე ინტერნეტის მეშვეობით.
  7. დატროლვა/ტროლინგი - მომხმარებელთა მაპროვოცირებელი ან დამცინავი კო­მენტარების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში.
  8. დაჰაკვა - არასამართლებრივი წვდომა/შესვლა კომპიუტერულ სისტემა­ში, ანუ ე.წ. კომპიუტერული დამცავი სისტემის გატეხვა. ტერმინი დაჰაკვა ან ჰაკირება აგრეთვე ვრცელდება იმ ადამიანზე, რომელიც არასამართლებრივი, უკანონო გზით ახდენს პროგრამის, ციფრული აუდიო და ვიდეომასალის ან სხვა პროდუქციის კოპირებას.
  9. დოქსინგი - პირადი მონაცემების, ან საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოქვეყნება კონკრეტული ფიზიკური პირის შესახებ ინტერნეტში, როგორც წესი, უარყოფითი განზრახვით.
  10. ემოციური ძალადობა - პირის ან ადამიანთა ჯგუფის სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, სოცი­ალური მიუღებლობა, კრიტიკა ან დისკვალიფიკაცია.
  11. ემოჯი - ემოციების გამოსახულება, რომელიც გამოიხატება ასოთა კომბინაციით, რიცხ­ვებით, სიმბოლოებით, ან ნიშნებით და გამოხატავს გრძნობებსა და/ან ემოციურ მდგომარეობას.
  12. ინფლუენსერი - სოციალურ ქსელებში, ბლოგებსა და ფორუმებზე ცნობილი ინტერნეტმომხმარებელი, რომელსაც ბევრი გამომწერი ან მიმდევარი ჰყავს; ტრენდად აქცევს კონკრეტულ თემებს ან ინტერესებს ან, ზოგადად, პოპულარული და გა­ზიარებადია.
  13. კიბერბულინგი - იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა: ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული სიხშირით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერ­ბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენ­ტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში.
  14. მიმი - გამოსახულება, ნახატი ან გიფი, დამატებული ტექსტზე კონკრეტული სიტუაციების, გრძნობების ან რეაქციის გამოსახატად; როგორც წესი, ატარებს იუმორისტულ ხასიათს. მისი გაზიარება მეტწილად ხდება სოციალური ქსელების მეშვეობით.
  15. პექი - ინტიმური ფოტოების ან ვიდეოების კომპლექტი, რომელიც განთავსებულია ციფრულ ფორმატში.
  16. სპამი - ინტერნეტის მეშვეობით მიღებული შეუსაბამო შეტყობინებები, როგორც წესი, გათვლილი დიდი რაოდენობით მომხმარებელთათვის; შესაძლებელია ატარებდეს საფრთხის­შემცველ ინფორმაციას ან ვირუსებს, ან უბრალოდ ვრცელდებოდეს გარკვეული პროდუქციის რეკლამირების მიზნით.
  17. ტროლი - მომხმარებელი, რომელიც სოციალურ ქსელში აქვეყნებს შეტყობინებებსა და კომენტარებს ბოროტი ან მაპროვოცირებელი განზრახვით.
  18. ფიშინგი - ციფრული თაღლითობა, როგორც წესი, განხორციელებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რაც გამოიხატება ყალბი შეთავაზებებით მომხმარებლის მოსატყუებლად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, საბანკო ან­გარიშები, პაროლები და სხვა.
  19. ჰაშთაგი - საკვანძო სიტყვა, ფრაზა, ან ალფა- ციფრული სიმბოლოები, რომელიც გა­მოხატულია გაბმულად, სივრცის გამოტოვების გარეშე და აღნიშნულია # ნიშნით; გამოიყენება მეტწილად სოციალური მედიის ვებგვერდებზე და აპლიკაციებზე, განსაკუთრებით კი ტვიტერზე და ინსტაგრამზე, კონკრეტულ თემაზე შეტყობინებების იდენტიფიცირებისათვის.
  20. ჰეითერები - ინტერნეტმომხარებლები, იგივე გამომწერები, რომლებიც სოციალურ ქსელებში, აპლიკაციებში, ან ჩატში ტოვებენ ნეგატიურ კომენტარებს გარკვეული თემების ან სხვა მომხმარებლების წინააღმდეგ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება