კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 25-30 პირველკლასელის მისაღებად ემზადებიან
12-04-2022
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისა და მოსწავლეების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.
როგორც სკოლის დირექტორმა, მასიმ აივაზოვმა Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა, დაახლოებით 25-30 იქნება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
სკოლაში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა პირველკლასელთა წარმოდგენა - „ანბანის გაცილება“, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ