სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მე-9 და მე-11 კლასების გამოსაშვები გამოცდებისთვის „ნაეკი“ ტესტებს მოამზადებს
12-04-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა  და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია აზერბაიჯანული და ქართული ენების კომპეტენციის შეფასების ინსტრუმენტების დახვეწის მიმართულებით თანამშრომლობის  ხელშეწყობა.
 
კომპეტენციის ფარგლებში, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის გაძლიერებას შემდეგი მიმართულებით: ერთი მხრივ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სკოლებისათვის მოამზადოს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო  ტესტები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება  მე-9 და მე-11 კლასების მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდებისათვის.
 
მეორე მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრი მოუმზადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისთვის  დავალებათა ბანკს. 
 
ცენტრებს შორის თანამშრომლობა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2021 წელს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე მოსალოდნელია სხვა პროექტების განხორციელება და ამ ურთიერთობის განვითარება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება