სიახლეები
სიახლეები

რისი უფლება აქვს და რა ეკრძალება რესურსცენტრს - მინისტრის ბრძანება
03-04-2022
-
+


საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობას კანონი არეგულირებს. განათლების მინისტრის ბრძანებით, ასევე გაწერილია შესაბამისი ორგანოს მიზნები, ფუნქციები და ამოცანები; უმთავრესი კი ისაა, რესურსცენტრმა ხელი შეუწყოს სამინისტროს პოლიტიკის განხორციელებას. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი ზედამხედველობას უწევს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებს, უჭერს მხარს სკოლებს და უწევს კონსულტირებას;

ასევე უზრუნველყოფს სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგს, შეფასებას და შესაბამისი ანგარიშების შედგენას, ასევე, შედგენილი ანგარიშების საფუძველზე სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას და შესაბამისი საჯარო სკოლისა და სამინისტროსათვის წარდგენას;

რესურსცენტრის მოვალეობაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მონიტორინგი გაუწიოს, განათლების მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვას;

როგორც ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რესურსცენტრმა ხელი უნდა შეუწყოს მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი:

შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მოიძიებს, შეაგროვებს და მიაწვდის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ;

განსაზღვრავს შესაბამის წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის  შეფასების პროცესში;

ხელს უწყობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვასა და გაძლიერებას;

თვალყურს ადევნებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია;

უფლებამოსილია გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის შესაბამისად;

ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე;

ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით; 

მონაწილეობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

თვალყურს ადევნებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან;

გასცემს თანხმობას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლის შესახებ;

დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახების თაობაზე;

შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“- აღნიშნულია ბრძანებაში.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება