TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დაიბრუნებთ რეგისტრაციაში გადახდილ თანხას  - დეტალური ინსტრუქცია გამოცდების ეროვნული ცენტრისგან
04-04-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუბრუნდებათ გადახდილი თანხა სრულად, საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირებს.

„თუ მონაწილე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე. განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ქ.თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი  საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge 

იმისათვის, რომ gancxadebebi@naec.ge-ზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განცხადება უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, ხელმოწერილი და დასკანერებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადებას არ მიეცემა მსვლელობა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუბრუნდება განმცხადებელს. 
 
განცხადებაში უნდა იყოს აღნიშნული:

  • იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
  • განმცხადებლის ვინაობა, მისამართი (სასურველია - ტელეფონის ნომერი);
  •  მოთხოვნა;
  • განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა;
  • განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა, მათი არსებობის შემთხვევაში. განცხადებას უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას წერს პირის კანონიერი წარმომადგენელი, კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობის ასლიც), ასევე, ყველა ის საბუთი, რომელთა წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. 
დამატებით გაცნობებთ, რომ კითხვების დასმა და რიგი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლებიც არ საჭიროებს ოფიციალურ განხილვას, იგზავნება კვლავინდებურად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე - info@naec.ge“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 29 მარტის 10:00 საათიდან 14 აპრილის 18:00 საათამდე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება