სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებისთვის საცდელი ტესტირება აპრილის შუა რიცხვებამდე ჩატარდება“ – „ნაეკი“
28-03-2022
-
+


წამყვანობისა და მენტორობის მსურველი მასწავლებლებისთვის, ასევე სპეციალური მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სტატუსის ამაღლება სურთ, წინასაგამოცდო ტესტირება აპრილის პირველ ნახევარში ჩატარდება. ამის შესახებ etaloni.ge-ს სკოლებიდან აცნობეს.

საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მოქმედ მასწავლებელს. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ წინასაგამოცდო ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი ბევრმა გამოთქვა, თუმცა ამის საშუალება ყველას ვერ მიეცემა, რადგან მათი თქმით, ლიმიტია დაწესებული და თბილისის თითოეული რაიონიდან არაუმეტეს 100 მასწავლებელს აქვს საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პრეტესტი ორ სესიად ჩატარდება. საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა რეგისტრაციისთვის ადგილობრივ რესურსცენტრს უნდა მიმართონ.

მასწავლებლები აღნიშნულ ტესტირებას ინტერესით ელოდებიან. წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა წელს პირველად ჩატარდება. პედაგოგებს სურთ, საკუთარი შესაძლებლობები შეამოწმონ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, უღირთ თუ არა გამოცდაზე გასვლა. აქვე შეგახსენებთ, რომ როგორც საგნის ასევე პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 50 ლარი ეღირება.

წინასაგამოცდო ტესტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაზუსტებლად etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს:

„საცდელი ტესტირება სპეციალური მასწავლებლებისათვის და სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისათვის ჩატარდება აპრილის შუა რიცხვებამდე. კონკრეტული თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება. ყველა რესურსცენტრს შეეძლება მსურველები დადგენილი ლიმიტის ფარგლებში (დაახლოებით, 100 მონაწილე) დაარეგისტრიროს ტესტირების გასავლელად. საცდელი ტესტირების ჩატარების მიზანია ტესტურ დავალებათა სირთულისა და სხვა ფსიქომეტრული მახასიათებლების შეფასება. როგორც იცით, წელს პირველად ტარდება გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებისათვის, სწორედ ამიტომ, საცდელი ტესტირებების შემდეგ დაიგეგმება სტანდარტების დადგენის პროცედურა“.

კონკრეტულად რომელ რიცხვებში ჩატარდება ტესტირება და რაში გამოიყენებს ცენტრი მიღებულ შედეგებს, ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყობთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება